დღეს კრივში ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში 60 კგ წონით კატეგორიაში არტიუშ გომციანი უნგრეთის წარმომადგენელს დაუპირისპირდა. შთამბეჭდავ და სანახაობრივ ბრძოლაში საქართველოს წარმომადგენელმა მოკრივემ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და ფინალში გავიდა.
ერევანში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატი კრივში მამაკაცებს შორის მიმდინარეობს. კრივში ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების 10 სპორტსმენი, მათ შორის, ახალქალაქელი არტიუშ გომციანი მონაწილეობს.
არტიუშ გომციანი კრივში ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ის 60 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში ვარჯიშობს, მისი მწვრთნელია ატომ ელიზბარიანი.
კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში სკანდირებდნენ: “არტიუშ, არტიუშ!” მან ბრწყინვალედ გაიმარჯვა უნგრელ მოკრივე ვერეს როლანდ ჰანთან ორთაბრძოლაში და ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა.
22 მაისიდან 31 მაისამდე ერევანი მასპინძლობს კრივში ევროპის ჩემპიონატს, სადაც 39 ქვეყნის 200-ზე მეტი სპორტსმენი იბრძვის უძლიერესი მოკრივის ტიტულისთვის.
არტიუშ გომციანი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრების მედლის მფლობელი.