UFC Vegas 49-ში ერთმანეთს არმან წარუკიანი და ჯოელ ალვარესი შეხვდნენ. ბრძოლა მეორე რაუნდში მას შემდეგ დასრულდა, რაც მსაჯმა ესპანელის ტექნიკური ნოკაუტის დააფიქსირა, – ამის შესახებ nor.ge იუწყება.
დავამატებთ, რომ პირველ ხუთ წუთში წარუკიანის ძლიერმა დარტყმებმა ალვარესის ცხვირი დააზიანა, მას ძლიერი სისხლდენა დაეწყო.
ახლა წარუკიანს 18 მოგება და ორი წაგება აქვს. ალვარესმა 22 ბრძოლის შემდეგ მესამედ წააგო.
UFC Vegas 49-ის ტურნირის მთავარ ბრძოლაში რუსი, ისლამ მახაჩოვი და ამერიკელი, ბობი გრინი შეხვდებიან.