ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წლეულს 55 000 ლარი გამოიყო რაგბის კლუბისთვის. ორი წლის განმავლობაში ახალქალაქის ბიუჯეტიდან სამცხე-ჯავახეთის რაგბის კლუბში შენატანი 110 000 ლარს შეადგენს. აღნიშნულ კლუბში ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან ჯერჯერობით არავინ დადის.
კორონავირუსის გამო, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან ზოგიერთი ბიზნეს ობიექტის საქმიანობის შეჩერებისა და რეგულაციების გამო, შემოსავლებმა იკლო. მუნიციპალური ხელისუფლება მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების ფონზე აცხადებდა, რომ იძულებულნი არიან ბევრი გასავალი შეამცირონ, მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ორი რთული წელიწადის განმავლობაში, რაგბის რეგიონალური კლუბისთვის 110 000 ლარია გამოყოფილი, თუმცა პანდემიის გამო, სპორტი ისევე, როგორც ბევრი სხვა სფერო, უკვე ორი წელია არ მოქმედებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში ამბობენ, რომ, მართალია სახსრების საჭიროება არის, მაგრამ თანადაფინანსების ჩვენი წილის შეტანა საჭიროა.
“ამ კლუბს ჩვენ 4-5 წელია ვაფინანსებთ. ჩვენ სამცხე-ჯავახეთის რაგბის საერთო რეგიონალური კლუბი გვაქვს. თითქოს რეზერვს ვამზადებთ, რომელიც შემდეგ ნაკრებში იგზავნება. თქვენ, ალბათ, იკითხავთ, გვყავს თუ არა იქ სპორტსმენები? ვარჯიშებზე დადიან, მაგრამ კლუბის წევრები არ არიან. ჩვენ ვაფინანსებთ, რადგან საქართველო რაგბიში ძლიერია, ამიტომ მთელი გუბერნია მეწილე მონაწილეა. ჩვენი ნება-სურვილით ვერ დავხურავთ, რეზერვი გაქრება. საქართველო რაგბის მიხედვით მსოფლიოში მე-8 ადგილზეა, ჩვენ სპორტსმენები უნდა მოვამზადოთ, რომ შედეგი გვქონდეს. ადრე თითქოს 30 000 ლარი შეგვქონდა. შედეგებს მთელი ქვეყნის მასშტაბით განვიხილავთ, არა მხოლოდ მუნიციპალიტეტში”, – ამბობს ნაირი ირიციანი.
ქვეყნის მასშტაბით რაგბი სპორტის ერთ-ერთი წარმატებული სახეობაა საქართველოში. თუმცა, რამდენად არის განვითარებული ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სპორტის ეს სახეობა და რა წარმატება არსებობს…
ახალქალაქში არის სპორტული სკოლა, სადაც, ასევე არსებობს რაგბის სახეობაც – ბავშვებისთვის. ახალქალაქის სპორტული სკოლის მწვრთნელის, რაფაელ დარბინიანის თქმით, COVID-19-მდე რაგბის სექციას დაახლოებით 30 ბავშვი აკითხავდა. საბავშვო სექცია ახალქალაქის სპორტული სკოლისთვის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის საერთო თანხით ვითარდება. COVID-მდე პატარა რაგბისტებისტების სპორტული ფორმისთვის 1000 ლარი იყო გამოყოფილი. თუმცა, უკვე ორი წელია არ მოქმედებს, როგორც სპორტული სკოლა, ასევე რაგბის სექცია.
თუმცა ეს 55 000 ლარი ახალქალაქში რაგბის სექციის კონკრეტულ საქმიანობას უშუალოდ არ ეხება, მაგრამ შესაძლო მომავლისათვის არის გათვალისწინებული.
რაგბის რეგიონალურ კლუბში სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტს შეაქვს სხვადასხვა მოცულობის შენატანი. კლუბ “ტაოს” პრეზიდენტის, ირაკლი გვენეტაძის თქმით, რაგბი ახალქალაქში ამინდის პირობების გამო 2-3 თვე იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა არიან პერსპექტიული მოზარდებიც, რომლებიც მართალია ძირითად შემადგენლობაში არ არიან, მაგრამ სპორტის ამ სახეობას გულშემატკივრობენ.
“რაგბის კლუბი “ტაო” არ არის ერთი გუნდი, ეს მთელი სისტემაა, ბავშვების, მოზარდების და 18+ რაგბია. მამაკაცების ჯგუფი საქართველოს ჩემპიონატზე გადის, პირველ ლიგაში. ამ ჩემპიონატზე ჩვენ მე-3 ადგილზე ვართ. შეიძლება ითქვას, რომ კარგად გამოვდივართ. გარდა ამისა, ჩვენ ახალგაზრდების ჯგუფი გვყავს, რომელიც ასევე თამაშობენ საქართველოს ჩემპიონატზე. ასევე, მოზარდების და ბავშვების ჯგუფები მთელ რეგიონში გვყავს. თვითონ კლუბ “ტაოს” დამფუძნებლები და მფლობელები – ეს მუნიციპალიტეტის 6 რეგიონია”, – განმარტავს ირაკლი გვენეტაძე.
კლუბი “ტაო” 2016 წელს შეიქმნა.
“მაგალითად ასპინძიდან ერთი მოთამაშე თამაშობს. ასპინძა უფრო მეტ თანხას იხდის. ეს პროექტი ძალიან კარგი იყო, რადგან ეს ერთადერთი ჯგუფია, რომელიც მაღალმთიანი რეგიონიდან არის და საქართველოს ჩემპიონატებში თამაშობს. ეს ახალია და ძალიან რთულია განვითარება”, – ამბობს კლუბის პრეზიდენტი.
განვითარდება, თუ არა რაგბი ახალქალაქში და მიაღწევს, თუ არა პროფესიონალურ დონეს, მომავალი გვიჩვენებს.