ახალქალაქელი მოკრივეების ახალი მიღწევები

ახალქალაქელი მოკრივეების ახალი მიღწევები

5-დან 10 აპრილამდე, საქართველოს ახალგაზრდულ კრივში ჩემპიონატზე, სამმა ახალქალაქელმა სპორტსმენმა საპრიზო ადგილი დაიკავა.

საქართველოს ახალგაზრდული კრივის ჩემპიონატში ახალქალაქიდან 8 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათგან 3-მა საპრიზო ადგილი დაიკავა.

პირველი ადგილი – სამველ ღაზარიანი (80 კგ). მწვრთნელი – ვენეტიკ ღაზარიანი

მეორე ადგილი – ჟირაირ საარიანი (48 კგ). მწვრთნელი – გაგიკ ელიზბარიანი

მესამე ადგილი – ვენეტიკ ზანდარიანი (66 კგ). მწვრთნელი – არტურ ელიზბარიანი

ყველა სპორტსმენი ახალქალაქის სპორტკომპლექსის მოსწავლეა.

აპრილის დასაწყისში, რუმინეთიდან დაბრუნდნენ მოკრივეები იორდანიან არტიომი და გომციან არტიუში, რომლებიც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობდნენ, რომელშიც 10 სპორტსმენი იყო.  ორივე სპორტსმენმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

თეგები: სპორტი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე