ბუზავეთში სოფლის დღესადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი გაიმართა. 18 მონაწილე გუნდისგან გამარჯვებული სოფელ მერენიის გუნდი გახდა, მეორე ადგილი სოფელ ბუზავეთის ახალგაზრდულმა გუნდმა დაიკავა, მესამეზე კი – სოფელ ბუზავეთის (ვეტერანთა) გუნდი.
ტურნირის ინიციატორი და ორგანიზატორი სოფლის მკვიდრი, ქველმოქმედი სერჟო კუროიანი იყო.
ტურნირი სოფლის დღის გაგრძელება გახდა, რომელიც ამ წლიდან ყოველწლიურად 11 ნოემბერს აღინიშნება. 15 ნოემბერს, ტურნირის ფინალური თამაში გაიმართა, სადაც სოფელ მერენიას გუნდმა ბუზავეთის ახალგაზრდული გუნდი 3:2 ანგარიშით დაამარცხა.