26 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მომავალი, 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2024 წელს 18 684 400 ლარს შეადგენს. ამჟამად იგეგმება, რომ ეს იქნევა მუნიციპალიტეტის შემოსავლების ნაწილი და ხარჯები განსაზღვრულია იმავე ოდენობით. თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით, მომავალ წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი რეგიონული ფონდიდან და მაღალი მთის ფონდიდან გამოყოფილი სუბსიდიების გამო გაიზრდება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბიუჯეტი დაახლოებით 18 000 000 ლარით გაიზრდება. ზოგადად, ახალქალაქის ბიუჯეტის შემოსავლები 2024 წელს 2023 წელთან შედარებით 1,5 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტის პროექტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პირველად 22 დეკემბერს განიხილა და რეკომენდაციებით დაუბრუნა. ამ დროს დეპუტატებმა შესთავაზეს რამდენიმე ცვლილების შეტანა:
– ახალშობილებისთვის ერთჯერადი გადახდის ოდენობის გაზრდა
– კარგი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისთვის ერთჯერადი ჯილდოს შეტანა
– მოხსნას ასაკობრივი ზღვარი მარტოხელა მშობლებისთვის უმაღლესი განათლების თანადაფინანსებისთვის
– ცალკე კოდით „გენდერული ღინისძიებების“ პუნქტის შეტანა
– სოფლებში აბრების დამონტაჟებისთვის დაფინანსების გამოყოფა.
ყველა ზემოაღნიშნული წინადადებიდან მერიამ 3 განახორციელა: ბიუჯეტში ახალშობილებისთვის ერთჯერადი დახმარების გაზრდა, მარტოხელა მშობლებისთვის უმაღლესი განათლების თანადაფინანსების საფასურის ასაკობრივი ზღვარის მოხსნა, ასევე ცალკე კოდით არის შეტანილი “გენდერული ღონისძიებების” პუნქტი.
კარგი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებისთვის ერთჯერადი ჯილდოსა და სოფლებში აბრების დამონტაჟებისთვის დაფინანსების გამოყოფა 2024 წლის ბიუჯეტში არ იყო შეტანილი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ერთმანეთს დამდეგი დღესასწაულები და ევროკავშირში შესვლის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცეს. ასევე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მომავალ 2024 წელს კეთილდღეობა უსურვეს.