ოფელია უზუნიანი პროფესიონალი მზარეული არი არის, მაგრამ ყველაზე კარგად თავი სამზარეულოში გამოავლინა. პანდემიის დროს ეს საყვარელი გართობაც მომგებიანი აღმოჩნდა. კორონავირუსის მიერ ნაკარნახევ, მასობრივი უმუშევრობის პირობებში ახალქალაქში სუშის ხვეულების დამზადება დაიწყო.
ბოლო დროს ახალქალაქში ბევრი სწრაფი კვების ობიექტი გაჩნდა, რომლებიც ახალქალაქელებს სხვადასხვა კერძს და ადგილზე მიტანას სთავაზობენ. ოფელიამ გადაწყვიტა სუშის დამზადება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სუშის თითქმის ყველა ინგრედიენტი შეგიძლიათ იპოვოთ. არავინ ყიდულობს საღამოს კაბებს, რომლებსაც ის ყიდდა. ოფელია ამბობს, რომ ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ნამდვილი იაპონური სუში ძალიან ახალი უმი თევზით მზადდება. ახალქალაქში ასეთი შესაძლებლობა არ არის, მაგრამ შეგიძლიათ შეიძინოთ დამარილებული ორაგული, ან დამწნილებული კრევეტები.
„მე მაქვს ტანსაცმლის მაღაზია, ძირითადად საღამოს კაბებს ვყიდი. ვირუსის გამო, როგორც ცნობილია, ქორწილებს არ იხდიან, წელიწადში ერთი კაბა ძლივს იყიდება. უმუშევრად ვერ დავრჩებოდი, უმაღლესი განათლება არ მაქვს და გადავწყვიტე სამზარეულოში მომესინჯა ძალები. მახსოვს, ზუსტად ერთი წლის წინ, ოქტომბერში, როცა დავიწყე, მამაჩემი წინააღმდეგი იყო, ამბობდა, სულ რაღაცას იგონებო, საიდან იციან ახალქალაქში სუში და ა.შ., ადრე თუ გვიან, აუცილებლად გავაკეთებ. ასე მოხდა სუშის შემთხვევაშიც“.
სამზარეულოში ოფელია ნამდვილი „ჯადოქარი“ ხდება. იცის გემრიელი კერძების მომზადება და უყვარს მათზე გაუთავებლად საუბარი. გემრიელად მომზადების ხელოვნება მას დედისგან გადაეცა.
ოფელია ამბობს, რომ ნებისმიერი კლასიკური რეცეპტი მაშინვე იცვლება, როგორც კი სხვადასხვა გემოს შეურევ. ის ცდილობს შექმნას საკუთარი არომატი.
„შემიძლია მთელი დღე გავატარო სამზარეულოში და დამიჯერეთ, არ ვიღლები. ერთ დღეში შემიძლია სხვადასხვა კერძის მომზადება, ჩემთვის ეს ბედნიერებაა, მით უმეტეს, როცა სიამოვნებით მიირთმევენ იმას, რასაც ვამზადებ. ასევე მსიამოვნებს, რა სახით მიმაქვს სტუმრამდე. შემიძლია ვთქვა, რომ გადამწყვეტ როლს თამაშობს მიტანის ხერხი, რომელსაც ბევრი ჩვენგანი არ აქცევს ყურადღებას“.
ოფელია ამზადებს სუშის 10-ზე მეტ სახეობას
თუ ერთი წლის წინ ოფელია მაშინვე ამზადებდა იმას, რაც თავში მოუვიდოდა, დღეს მენიუს დამკვეთი კარნახობს. ის არ გამოყოფს, რომელი სუში უყვარს ყველაზე მეტად.
„ვფიქრობ, ჩემი წარმატების გასაღები- სიყვარულია, სიყვარული, რომელსაც ვდებ იმაში, რასაც ვაკეთებ და ვაძლევ ადამიანებს. არ ვიცი, მგონია, რომ ხალხს მოსწონს და ამიტომ უკვეთავენ ისევ და ისევ“.
ოფელია იხსენებს, როგორ უკვეთავდა რუსეთიდან ნორის (ზღვის მცენარე, რომლითაც სუშის ამზადებენ) და სხვა საჭირო ინგრედიენტებს და კომპონენტებს ბათუმიდან და თბილისიდან.
ყველაფერი ერთდროულად გაკეთდა, განისაზღვრა ბრენდის სახელი Ofa_sushi და გაიხსნა ინსტაგრამის გვერდი. ერთი წლის შემდეგ გვერდს დაახლოებით 2500 გამომწერი ჰყავს.
„Instagram-ის პლატფორმაზე დავდე ფოტოები, ხალხს მოეწონა და დაიწყეს კითხვა, წერა, შეკვეთა. ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რომ მან შეძლოს თავისი პროდუქტის გაყიდვა, რადგან თქვენთვის ეს არის სტიმული იმისა, რომ კვლავ მოამზადოთ, უკეთ მოამზადოთ და მიიღოთ ფინანსური სარგებელი“.
ოფელია განსაკუთრებულ ყურადღებას გაფორმებაზე ამახვილებს.
„გაფორმება და გარეგნობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გემო. თავიდან 3-4 სახეობას ვამზადებდი, ახლა არჩევანი ბევრად უფრო მრავალფეროვანია, მაგრამ ჩვენს საზოგადოებას საინტერესო ხასიათი აქვს, უმეტესად ერთსა და იმავეს უკვეთავენ. მართალია, მყავს კლიენტები, რომლებიც ყოველ ჯერზე ახალს მიკვეთენ, არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, მოამზადე შენი გემოვნებით, სხვადასხვანაირად ხდება, არ ვიცი“.
ოფელია სტუმრებს ელოდება სუშიზე
ოფელია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტი შეკვეთა ნინოწმინდიდან მოდის, მეორე ადგილზეა ახალქალაქი. სოფლებში სუშის, არც თუ ისე კარგად იცნობენ, მაგრამ თუ შეკვეთას იღებს, ცდილობს უარი არ თქვას.
„საინტერესოა, მაგრამ მე უფრო მეტი შეკვეთა მაქვს ნინოწმინდიდან, ვიდრე ახალქალაქიდან. ძირითადად, მას 25-დან 45 წლამდე მოსახლეობა უკვეთავს. განსაკუთრებული კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ შევამჩნიე, რომ ახალგაზრდებმა იციან რა არის სუში. ხშირად მპასუხობენ, მწერენ, რომ უგემრიელესი იყო, ისეთი კლიენტებიც მყავს, რომელიც რჩევას მაძლევენ, რომ უფრო გემრიელი იყოს. ყველა რჩევას სიამოვნებით ვიღებ, მუდმივად ვსწავლობ. ვფიქრობ, ყოველთვის ბევრი რამ არის სასწავლი”.
ოფელია ამბობს, რომ მყიდველების პრიორიტეტები და გემოვნება განსხვავებულია. ბევრმა, არც კი იცის რა არის სუში და, როგორ მიირთვას იგი.
„შეუკვეთეს სუში, დიდი დრო გავიდა. დამკვეთი შემთხვევით გავიცანი, როცა ვკითხე, როგორ მოეწონა ჩემი მომზადებული, მიპასუხა, განსაკუთრებით გემრიელია, როცა ლავაშში ახვევ. ერთი შეხედვით, ეს სასაცილოა, მაგრამ ეს გვაჩვენებს, რომ ადამიანები, თუნდაც არ იცოდნენ, რა არის ეს, უკვეთავენ, რომ გასინჯონ”.
ოფელია აღნიშნავს, რომ მთავარია- გიყვარდეს შენი საქმე. თუ ყველა თავის საქმეს კარგად გააკეთებს, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
თავიდან ყველაფერს მარტო აკეთებდა: იღებდა შეკვეთებს, ყიდულობდა საჭირო ინგრედიენტებს, ამზადებდა სუშის და აწოდებდა შეკვეთას. ახლა, როცა შეკვეთები გაიზარდა და მომხმარებელთა გეოგრაფია გაფართოვდა, ის ტაქსით აწვდის.
ოფელიას ოცნება აქვს – ახალქალაქში სუში-ბარი გახსნას, სადაც მის მიერ მომზადებულ სუშის დააგემოვნებენ. იმავდროულად იმედოვნებს, რომ კორონავირუსი და შეზღუდვები გაქრება და ადამიანებს ექნებათ საშუალება შეიკრიბონ და ურთიერთობა ჰქონდეთ სუში-ბარში, როგორც ადრე.
დღეს მას არ აქვს ისეთი ფინანსური საშუალება, რომ ოცნება ბიზნესად აქციოს, მაგრამ ყოველდღიურად ცდილობს მის ასრულებას.
ივნის-ივლის-აგვისტოში მან ყველაზე მეტი შეკვეთა მიიღო. იყო დღე, როცა 250-300 ლარის სუშის ამზადებდა. მართალია, ახლა საველე სამუშაოების გამო შეკვეთების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, მაგრამ არ უჩივის.
პანდემიის დროს, როცა რესტორნებისა და კვების ობიექტების საქმიანობა შეზღუდული იყო და სერვისი მხოლოდ სახლში მიტანით იყო შესაძლებელი, ახალქალაქში რესტორნები უბრალოდ დაიხურა. ახლა ისინი ძირითადად ზარალზე მუშაობენ, რადგან მომხმარებელი უფრო ნაკლებია, ვიდრე პანდემიამდე იყო. თუმცა, ამ სიტუაციამ შექმნა ისეთი ინიციატივა, როგორიც ოფელიამ განახორციელა. ასევე, ახალქალაქში გაიხსნა ბისტროები Yammy და Javakhk Pandok-ი, რომლებიც აქტიურად მუშაობენ მიწოდებაზე.