საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ქართულო ოცნების” პარტიიდან საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ძმის კუთვნილი ავტომანქანის აფეთქების მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც JNEWS-ს საუბარში საქართველოს შსს-დან აცნობეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც აფეთქებას გულისხმობს.
დღეს, 21 აგვისტოს, ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე “ქართული ოცნების” პარტიის მხრიდან ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმის, მარტინ მკოიანის კუთვნილი, Mercedes მარკის ავტომანქანის აფეთქება სცადეს. აფეთქების შედეგად მარტუნ მკოიანს სმენა ნაწილობრივ დაუქვეითდა.