ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში არდადეგები 2023 წლის 29 დეკემბრიდან დაიწყება და მუშაობას 2024 წლის 15 იანვრიდან განაახლებს.
საბავშვო ბაღების ადმინისტრაცია სამსახურში 2024 წლის 15 იანვრამდე გავა, რათა ხელი შეუწყოს მოსწავლეთა ჩართვას სკოლამდელ დაწესებულებებში.
„ჩვენ, ადმინისტრაცია, მუშაობას ადრე დავიწყებთ, საბავშვო ბაღები კი 15 იანვრიდან მიიღებენ ბავშვებს. რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ ტენდერს პროდუქციის შესყიდვაზე, რომ მომავალ წელს ბავშვებისთვის საკვები გვქონდეს“, – თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა ანაიდა ასატურიანმა.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 17 საბავშვო ბაღში სკოლამდელ განათლებას 1273 ბავშვი იღებს.