ჯავახეთში სახელმწიფო ენის ცოდნის დაბალი დონის პრობლემა კვლავ მოუგვარებელია, ამ საკითხში ყველაზე ეფექტიანი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაბარების “1+4” პროგრამა 3 წელიწადში დასრულდება. რას სთავაზობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ახალ პარლამენტში მიისწრაფვიან, ეროვნულ უმცირესობებს სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების თვალსაზრისით და სწუხან თუ არა “1+4” პროგრამის დასრულებით.
რამდენიმე წლის წინ ჯავახეთის აბიტურიენტები მხოლოდ სომხეთის უნივერსიტეტებში აბარებდნენ, თუმცა 2010 წლიდან დაწყებული, როდესაც “1+4” საგანმანათლებლო საშეღავათო პროგრამა ამოქმედდა, ერევნისა და თბილისის უნივერსიტეტებს შორის აბიტურიენტთა “განაწილება” დაიწყო.
“1+4” პროგრამა საქართველოში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2010 წელს აამოქმედა. ის გათვალისწინებულია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტებისთვის. პროგრამის ფარგლებში აბიტურიენტები ერთ სახელმწიფო გამოცდას აბარებენ- ლოგიკას (მათემატიკა) მშობლიურ ენაზე და გამსვლელი ქულების შესაბამისი რაოდენობის მოპოვების შემდეგ, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში აბარებენ.
ნებისმიერი უნივერსიტეტის აბიტურიენტი პირველი სასწავლო წლის განმავლობაში სახელმწიფო-ქართულ ენას ითვისებს, ამის შემდეგ სასწავლო წლის ბოლოს გამოცდების ჩაბარების შემდეგ ნებისმიერი ფაკულტეტის პირველ კურსზე გადადის.
აღნიშნული პროგრამის ეფექტიანობაზე მეტყველებს სტატისტიკა. ქართულ უნივერსიტეტებში ჩაბარებულ აბიტურიენტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
თუმცა, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 90-ე მუხლის მე-2 პრიმა პუნქტის თანახმად, “1+4” პროგრამა, უნივერსიტეტებში ჩაბარებისთვის ქართული ენის შესწავლის პროგრამა, არის დროებითი და 2023-2024 სასწავლო წელს მთავრდება.
სოფელ მაჯადიის მკვიდრმა, ნარე კაზარიანმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსამზადებელ კურსზე “1+4” პროგრამით ჩააბარა. ერთი წელი მხოლოდ ქართულ ენას სწავლობდა, შემდეგ გამოცდები ჩააბარა და პირველ კურსზე გადავიდა. პროფესიით ქართული ენის მასწავლებელია, ამის შემდეგ ჩააბარა გამოცდა და “დამხმარე მასწავლებელი” გახდა.
ნარე დარწმუნებულია, რომ ეს პროგრამა კიდევ დიდი ხნის განმავლობაშია საჭირო.
“სხვადასხვა სკოლაში მუშაობისას, მე მიხვდი, რომ ჩვენი მოსწავლეები, რომლებიც სკოლას ამთავრებენ და ქართულ უნივერსიტეტებში ჩაბარებას აპირებენ, სამწუხაროდ, სკოლაში არ ფლობენ იმ ცოდნას, რომლის წყალობით “1+4″ პროგრამით ჩააბარებდნენ”, – ამბობს ნარე კაზარიანი.
ის ასევე იმ მიმართულებებზე საუბრობს, რომელთა წყალობით შესაძლებელია ქართული ენის სწავლების დონის მარტივად და სწრაფად ამაღლება.
“მაგალითად, მე გთავაზობთ, რომ ჩვენს და ქართული სკოლის მოსწავლეებს შორის გაცვლითი პროგრამები ჩატარდეს, რათა შეძლონ თანამშრომლობა, მათ შორის, უნდა იყოს კავშირი, რომლის დახმარებით ცოდნას გაუზიარებენ ერთმანეთს, მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებენ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება აღარ იყოს საჭირო მომავალში “1+4″ პროგრამა”, – ამბობს ნარე.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ის მონაწილეობდა “დამხმარე მასწავლებლის” პროგრამაში და გასაუბრების შედეგად “დამხმარე მასწავლებლად” იყო შერჩეული. ერთი წელი დამატებითი მეცადინეობების გარეშე სოფელ მაჯადიის საჯარო სკოლაში იმუშავა, თანამშრომლობდა მასწავლებლებთან. შემდეგ ახალქალაქის №5 სკოლაში გადავიდა და ახლა იქ მუშაობს “დამხმარე მასწავლებლად”.
ნარე აღნიშნავს, რომ, როგორც “1+4” პროგრამა, ასევე “დამხმარე მასწავლებლის” პროგრამა თანმიმდევრულ ხასიათს უნდა ატარებდეს, ჯერჯერობით რეგიონში ქართული ენის ცოდნის დონე დაბალია. მუშაობის სამ წელიწადში ნარე ენის ცოდნის ასპექტში შესამჩნევ განვითარებას ხედავს, როგორც მოსწავლეებს, ასევე მშობლებს შორის.
ნარე კაზარიანი “დამხმარე მასწავლებელი” გახდა მასწავლებელთა პროფესიონალური განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის წყალობით, რომელიც 2009 წლიდან სახელმწიფო ენის შესწავლის სტიმულაციისთვის და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციისთვის ხორციელდება.
ეს პროგრამებია: ქართული, როგორც მეორე ენა, ქართული სამომავლო წინსვლისათვის, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების პროფესიული და არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერა.
ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების პროფესიული დახმარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოქმედი არაქართულენოვანი საჯარო სკოლების დაახლოებით 7 500 მასწავლებელი გახდა ბენეფიციარი, რომელთაგან 2 933- სომხურენოვანი მასწავლებელია.
ჯავახეთში ქართული ენის შესწავლის პროგრამა 2009 წელს დაიწყო. მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში 74 მასწავლებელი (მრჩეველი/დამხმარე მასწავლებელი) ასწავლის, ქართულს, როგორც მეორე ენას, პროგრამით სამცხე-ჯავახეთის სკოლებში 45 მასწავლებელი ასწავლის და დამხმარე მასწავლებლის სახით 42 პედაგოგი მუშაობს.
ამ პროგრამების ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ქართული ენის მასწავლებელი ახალქალაქის რაიონის სხვადასხვა სოფელში ასწავლის. ერთ-ერთი მათგანია იამზე მსხვილიძე. ის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლაში ათი წელი მასწავლებელ-კონსულტანტად მუშაობდა.
იამზე დასავლეთ საქართველოდან, ბაღდადის რაიონიდან არის. მას ახალქალაქში ყველაზე მეტად ტბები იზიდავს. სანამ მასწავლებლად იმუშავებდა, ის ხშირად ჩამოდიოდა კარწახში და სხვა ფერწერულ ადგილას. მას ძალიან აინტერესებს ჯავახეთის კულტურული მრავალფეროვნება.
“მე ჩემს მოსწავლეებს ხშირად ვეუბნები, რომ სოფლებში იარონ, კულტურას გაეცნონ, ასაკოვან ადამიანებს ესაუბრონ, რათა ქართველებამდე ტრადიცია და კულტურა მიიტანონ. მაგალითად, ბევრ ღონისძიებას ვუკეთებთ ორგანიზებას, რომლის დროსაც ქართულ და სომხურ კულტურებს შორის, უფრო მეტი ინტეგრაცია ხდება, რაც ხელს უწყობს ორი ერის კიდევ უფრო დაახლოებას”, – ყვება ის.
იამზე მსხვილიძე ვარაუდობს, რომ ახლა “1+4” პროგრამის დასრულების დრო არ არის.
“ჩვენ ვიცით, რომ “1+4″ პროგრამას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუკი ერთიან ეროვნულ გამოცდას ჩააბარებ და პირველ კურსზე მოხვდები, ქართულენოვან და არაქართულენოვან სკოლებს შორის ქართული ენის თაბარი ცოდნა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. მე ვფიქრობ, რომ პროგრამის დამთავრების დრო ჯერ არ არის. მაგალითად, როდესაც სკოლაში პირველად მოვედი, მე-9 კლასში შევედი, იქ მე-4 კლასის წიგნებით ასწავლოდნენ, ახლა ჩვენ წინ და წინ მივიწევთ, ეს პროგრესია”, – აღნიშნავს იამზე.
ამასთანავე იამზე იმ სავარაუდო დაბრკოლებებსზე საუბრობს, რომელთა გამოც ჩვენს რეგიონში ქართული ენის ცოდნის დონე, არც ისე მაღალია.
“რადგან ახალქალაქის მოსახლეობის 90% სომეხია, შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ კარგად ჩატარებული მეცადინეობები ვერ იქნება იმის საფუძველი, რომ ქართულ ენას კარგად ფლობდნენ. ამიტომ ჩვენ სხვადასხვა პროექტები შევიმუსავეთ, ვახდენთ არაფორმალური განათლების სტიმულირებას. გაკვეთილების შემდეგაც ვმუშაობთ, მოსახლეობას სახელმწიფო ენას ვასწავლით, დამატებით მეცადინეობებს ვატარებთ, ხელს ვუწყობთ მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას, ხორციელდება მათი გადამზადება ქართულ ენაში”, – ამბობს იამზე მსხვილიძე.
რადგან საქართველოში, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, JNEWS-მა გადაწყვიტა კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამებს გადახედოს იმის გასარკვევად, რომელიმე პარია, ან კანდიდატი მიიჩნევს თუ არა მნიშვნელოვნად არაქართულენოვანი სტუდენტების განათლებას და რაიმე გეგმები აქვთ, თუ არა “1+4” პროგრამის გასაგრძელებლად.
აქედან გამომდინარე:
მმართველი პარტია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” წინასაარჩევნო პროგრამაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების განათლებაზე არაფერია ნათქვამი. წარმოდგენილია საერთო პროგრამები, რომლებიც მომავალში იქნება რეალიზებული, მაგრამ არც “1+4” პროგრამა, არც სხვა ეთნიკური უმცირესობების პროგრამა არ არის მოხსენიებული.
პარტია “ევროპული საქართველოს” წინასაარჩევნო პროგრამაში ასევე არ არის ნახსენები ეთნიკური უმცირესობების განათლებაზე.
პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პროგრამაში მითითებულია პუნქტი საგანმანათლებლო ცვლილებებზე, მაგრამ არ არის ნათქვამი საქართველოში მცხოვრებ არაქართულენოვან სტუდენტებზე.
“პატრიოტთა ალიანსის” წინასაარჩევნო პროგრამა, ასევე, არ მოიცავს ეთნიკური უმცირესობების შესახებ რაიმე კონკრეტულ გეგმებს.
დამოუკიდებელი კანდიდატ ენზელ მკოიანის წინასაარჩევნო კამპანიაში ეთნიკური უმცირესობების განათლების შესახებ პუნქტი არის, ასევე ნათქვამია მასწავლებელთა გადამზადებაზე. დამოუკიდებელი კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამაში ნათქვამია: “განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმართვა, რათა სომხური ენის მასწავლებლებმაც შეძლონ მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელი გამოცდის ჩაბარება, რათა ამ სპეციალისტებმაც მიიღონ მაღალი ანაზღაურება”. რაც შეეხება არაქართულენოვან სტუდენტებს, პროგრამაში ამაზე არაფერია ნათქვამი.