საახალწლო დღესასწაულებზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ფულადი და მატერიალური დახმარება გაუწია გაჭირვებულებს.

მუნიციპალიტეტმა 200 ლარის ოდენობის ფულადი დახმარება გაუწია 33 ლტოლვილს, 250 ლარობის თანხა გადასცეს მუნიციპალიტეტის 60 მრავალშვილიან ოჯახს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების 74 ოჯახს.

მუნიციპალიტეტის მხრიდან უყურადღებოდ არც ვეტერანები დარჩნენ. 500 ლარის ოდენობის თანხა გადაეცა დიდი სამამულო ომის ექვს ვეტერანს. იგივე ოდენობის თანხა გადაეცათ მოხუცებს, რომლებიც 100 წელს არიან გადაცილებული. ახალქალაქის მუნიციპლიტეტში ასეთი 11 მოხუცი არის.

1000 ლარობით დახმარება მუნიციპალიტეტმა გადასცა 5 ობოლ ბავშვს.

ფულადი დახმარების გარდა მუნიციპალიტეტმა 1023 ლარის მატერიალური დახმარება (ხილი, შამპანური, კანფეტები) მთლინობაში შემდეგ ადამიანებს გაუწია: დიდი სამამულო ომის ექვს ვეტერანს, 11 მრავალშვილიან ოჯახს, 3 ობლის ოჯახს და 100 წელს გადაცილებულ 11 მოხუც ადამიანს.

80 გაჭირვებულ ოჯახს გაუწიეს მატერიალური დახმარება შემდეგი პროდუქტის სახით: 25კგ ფქვილი, 1,6კგ ბრინჯი და წიწიბურა, 5კგ შაქრი, 2კგ ტკბილეული, 3ლ მცენარეული ზეთი და 1 ბოთლი ღვინო. მთლიანობაში ნაყიდი იყო 7268 ლარის პროდუქტი.