7 დეკემბერს, ახალქალაქის სურბ ხაჩის ტაძარში 1988 წლის 7 დეკემბერს მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსნელად პარაკლისი აღევლინა და უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ჩვეულების თანახმად, წელსაც ახალქალაქელებმა ტაძრის ეზოში აღმართული გენოციდის მსხვერპლთა ძეგლი ყვავილებით შეამკეს და ეკლესიაში სანთლებიც დაანთეს.
ცერემონიას საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სამველ მანუკიანი, სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე ახალქალაქის ახლადარჩეული მერი მელქონ მაკარიანი დაესწრნენ. მელქონ მაკარიანი მერის რანგში პირველად ეწვია ჯავახეთის გენერალურ ვიკარიატს.
ხსოვნისადმი მიძღვნილი ლოცვა მღვდელმა ტერ ნარეკ ტიგრანიანმა წაიკითხა.
„33 წლის წინ სპიტაკში მიწისძვრა მოხდა, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და სტიქიის მსხვერპლნი გახდნენ. წელსაც შევიკრიბეთ ეკლესიაში და ამით ვცდილობდთ ღმერთს მათი სულების განსვენება შევავედროთ“.