ქალაქში მოსიარულე მშიერი, უსახლკარო ძაღლების ხროვა საშიშია არა მხოლოდ ახალქალაქელებისთვის, რომლებიც ხშირად გამოთქვამენ წუხილს ამის გამო,  არამედ საშიშია სუსტი ძაღლებისთვისაც. ქალაქში „ნათესავების“ კბილებით დასახიჩრებული უამრავი ცხოველია, რომელთა ბედი არავის აინტერესებს.

აღმაშენებლის ქ. N18-ში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის ეზოში მოხუცი მაწანწალა ძაღლი ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ მოსახლეობამ შეამჩნია, რომ ეს ძაღლი დაკბენილი და ბრმა არის, რადგან ჩხუბის გამო ცალი თვალი აღარ აქვს.  ჭრილობებს ილოკავს. სახლის მაცხოვრებლებს ეცოდებათ ძაღლი, მაგრამ გარდა იმისა, რომ საკვები მიაწოდონ, სხვას ვერაფერს აკეთებენ.

მსგავსი ამბავია მრავალსართულიანი შენობების სარდაფებში, რომლებსაც ადგილობრივები „ქარხანას“ უწოდებენ. აღმაშენებლის ქ. N35-ში მდებარე სახლის სარდაფს თავშეფარებული, ტრამვირებული ხერხემლით ძაღლი, რამდენიმე დღეა ყმუის, ვერ მოძრაობს. მოსახლეობა სარდაფით ვერ სარგებლობს, მაგრამ ძაღლის გაძევებაც არ უნდათ, ამბობენ, რომ თითქმის ყველა სარდაფში არის ლეკვები, რადგან სტერილიზაციის პროცესი დაუგვიანეს.

სტერილიზაცია, თუმცა არა ჰუმანური, მაინც ერთადერთი გზაა საქართველოში არსებული კანონმდებლობისა და ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით.

მოსახლეობამ მერიას მიმართა იმის გასარკვევად, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ძაღლის დახმარება, მათი თქმით, მერიაში უთხრეს, რომ ტენდერის გამოცხადებამდე და დაჭერის პროცესის დაწყებამდე მათი დახმარება შეუძლებელი იყო.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ. სოფლებიდან გვირეკავენ: ჩუნჩხა, ოკამი, გოგაშენი და ა.შ., მაგრამ არ გვაქვს, არც ერთი ორგანიზაცია ან დაწესებულება, რომელიც მსგავს საქმეებს ეხება. ტენდერს კი უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ. ტენდერის გარეშე ძაღლებს არავინ წაიყვანს“, – ამბობს ახალქალაქის მერიის გარემოსდაცვითი სამსახურის გარემოსდაცვითი სამსახურის უფროსი, რამაზ ხუციშვილი.

ასეთი მდგომარეობა მთელ ქალაქში, თუ დილით ადრე ადგები, შეგიძლია „ძაღლების ჩხუბის“ თვითმხილველი გახდე. 15 ძაღლი თავს დაესხა ერთ საყელოიან ძაღლს. მან მოახერხა გაქცევა.  სახლის ძაღლების სასეირნოდ გაყვანას ყოველთვის თან ახლავს თავდასხმები. ამის შემდეგ, 15 უსახლკარო ძაღლი კიდევ 20 უსახლკაროს დაესხა თავს, რადგან მათ „გაბედეს“ მონიშნული ტერიტორიის დარღვევა. გამვლელებისთვის ეს საშინელი შიშია.

Jnews-მა არაერთხელ წამოსწია მაწანწალა ძაღლების თემა, ეს საკითხი მრავალი წელია არ მოგვარებულა. აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მერიამ წლის დასაწყისიდან მაწანწალა ძაღლების დასაჭერად და სტერილიზაციისთვის ბიუჯეტიდან 26 000 ლარი გამოყო, თუმცა ტენდერი ამ დრომდე არ გამოცხადებულა.