ახალქალაქის სპორტული კომპლექსის მოსწავლეები ბათუმში გამართული საქართველოს კრივის ჩემპიონატიდან 8 მედლით დაბრუნდნენ. ეროვნულ ნაკრებში ახალქალაქის სპორტკომპლექსის ჩენპიონატის მონაწილე რვავე სპორტსმენი შევიდა.

ახალგაზრდულ ასაკობრივ ჯგუფში მეორე ადგილი 48 კგ წონით კატეგორიაში გრიშა ელიზბარიანმა და 80 კგ წონით კატეგორიაში სამველ კაზარიანმა დაიკავეს. მესამე ადგილი 60 კგ წონით კატეგორიაში ჟირაირ საარიანმა და 57 კგ წონით კატეგორიაში სერობ მანასიანმა დაიკავა.

ზრდასრულთა შორის 54 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი გორ აივაზიანმა დაიკავა, 60 კგ წონით კატეგორიაში არტიუშ გომციანმა. 86 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა არტიომ იორდანიანმა, ხოლო 75 კგ წონით კატეგორიაში არშაკ ელიზბარიანმა მესამე ადგილი დაიკავა.

როგორც Jnews-თან საუბარში ახალქალაქის სპორტული კომპლექსის დირექტორმა ატომ ელიზბარიანმა თქვა, ეს შესანიშნავი შედეგია, რადგან რვავე სპორტსმენი მედლებით დაბრუნდა, ეროვნულ გუნდს შეუერთდა და ხუთეულში მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 12-დან 17 დეკემბრის ჩათვლით, მურმან ვახტანგაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში საქართველოს კრივის ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებისთვის იასპარეზებენ, მოზრდილებში კი გამარჯვებულები ოლიმპიური საგზურისთვის. ისინი ასევე საქართველოს ნაკრებს შეუერთდნენ.

ეროვნულ ჩემპიონატში 2006-2007 წლებში და 1983-2005 წლებში დაბადებული მოკრივეები მონაწილეობდნენ.

შეჯიბრში მონაწილეობენ სხვადასხვა ქალაქების გუნდები, მოკრივეები ასპარეზობენ მოყვარულთა კრივის მსოფლიო ფედერაციის მიერ დამტკიცებულ წონით კატეგორიებში.