ჯავახეთის სომეხი მოსახლეობის ინტეგრაციის პროცესი 20 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო და გარკვეულ დონეს მიაღწია, ექსპერტების აზრით, წინსვლა იქნება მაშინ, როცა უფროსი თაობა აღარ იქნება.
ცეკვის გაკვეთილზე, რომელიც ტარდება ახალქალაქის ქართულ სკოლაში, თავისუფალი ადგილები არ არის, სხვადასხვა ეროვნების ბავშვები – ქართველები, ბერძნები, სომხები აქ ქართულ ცეკვას სწავლობენ ქორეოგრაფისგან, რომელიც ძირითადად ქართულად ატარებს გაკვეთილებს, ზოგჯერ რუსულ ენაზეც გადადის, თუ გრძნობს, რომ ბავშვების ნაწილს არ ესმით მისი ნათქვამი. მშობლებს მიაჩნიათ, რომ ეს არის სახელმწიფო ენასთან და კულტურასთან შეხების საუკეთესო გზა – ინტეგრაცია. ანსამბლი „მურჯი“ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ხშირად მოგზაურობს, ბავშვები ეცნობიან იმ ქვეყანას, რომლის მოქალაქეები არიან. ასეთ ინტეგრაციაზე ოცნება მხოლოდ 20 წლის წინ შეიძლებოდა.
ამ 20 წლის განმავლობაში ინტეგრაციის საკითხი უკვე შეიცვალა. თუ ადრე შეხვედრები საჭიროებდა თარგმნას ხელმისაწვდომ ენაზე, სომხურ ან რუსულ ენაზე, ახლა შეხვედრებს ძირითადად ესწრებიან ახალგაზრდები, რომლებიც უფრო ინტენსიურად სწავლობენ სახელმწიფო ენას სკოლებში, შემდეგ კი 1+4 პროგრამით უნივერსიტეტებში. თუმცა, ძველი თაობის ინტეგრაციასთან დაკავშირებით ცვლილებები არ არის.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის, მახარე მაცუკატოვის თქმით, რომელიც ინტეგრაციის საკითხებში 90-იანი წლების ბოლოდან არის ჩართული, ინტეგრაცია ორმხრივ სურვილს მოითხოვს, მისი აზრით, ამ პროცესით თავად სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული, რაც მხოლოდ სახელმწიფო ენის ცოდნით არ გამოიხატება, არამედ იმ რეგიონების დეცენტრალიზაციაში, სადაც ეროვნული უმცირესობები კომპაქტურად ცხოვრობენ.
„ჩვენ არ ვართ სრულად ინტეგრირებული და ვერ შევძლებთ ინტეგრირებას, თუ თავად სახელმწიფოს მართვის სისტემა არ შეიცვლება რეგიონებთან მიმართებაში. ისევ დეცენტრალიზაცია იქნება ეს თუ ეკონომიკური დივერსიფიკაცია. ბევრი პროექტი გავაკეთეთ, ნაბიჯები გადავდგით, რათა საერთოსახელმწიფო ცხოვრებაში მოხდეს ინტეგრირება. ჩნდება კითხვა, თბილისს სურს ჩვენთან ინტეგრაცია? კითხვა უკვე ასე დგას. როგორც არ უნდოდათ, ისევ ისე არ უნდათ. მაგალითად, ჩვენ ვერ მოვაგვარებთ ზოგიერთ საკითხს. რატომ? ყველამ აუცილებლად უნდა ჰკითხოს თბილისს?“ – ამბობს ის.
რეგიონების დეცენტრალიზაციის უხალისობის მთავარი მიზეზი, როგორც ადრე, ისე ახლა, არის სიტყვა „სეპარატიზმი“, რაც მხოლოდ საბაბია, როგორც ბევრს მიაჩნია, მათ შორის, რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.
„სეპარატიზმზე, რაზეც ადრე გამართლების მიზნით ლაპარაკობდნენ, შეიძლება 90-იან წლებში იყო, მაგრამ დღეს, თუ ამაზე ვინმე საუბრობს, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ სარგებელს მიიღებს ამ თემით. ამიტომ უნდა აჩვენონ, რომ რეგიონებში ასე ხდება. არის ბევრი მანიპულაცია, ბევრი დეზინფორმაცია. ხანდახან მუხისგან სპილოს გააკეთებენ. თუ არ უნდათ, რომ რამე ახალქალაქში იყოს, მაშინვე ახსენდებათ სეპარატიზმი. ახალგაზრდები სახელმწიფო ენაზე საუბრობენ, რაც შეეხება უფროს თაობას, დროთა განმავლობაში ისინი არ იქნებიან და საკითხი თავისთავად გადაწყდება“, – ამბობს მახარე მაცუკატოვი.
ადრე კიდევ ერთი პრობლემა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლების სახელმწიფო ენის ცოდნის დაბალი დონე იყო. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ნაირი ირიციანის აზრით, ეს საკითხი მეტწილად მოგვარებულია.
„ამჟამად ბევრი პროექტია ინტეგრაციისკენ მიმართული – ეს არის 1+4, ჯანდაცვის პროექტები, გახშირდა ურთიერთქმედება და ბევრი სხვა. ახალგაზრდები მაინც არიან ინტეგრირებული ქართულ საზოგადოებაში. რაც შეეხება უფროს თაობას, ინტეგრაციის საკითხი უიმედოა. მაშინაც კი, როცა სოფლებში სიახლეებს და პროექტებს წარმოვადგენთ, ყველაზე ხშირად უფროსი თაობა ეწინააღმდეგება სიახლეებს, არ აღიქვამს და არ ღებულობს მათ. ამიტომ დროთა განმავლობაში ახალგაზრდები გაიზრდებიან, უფროსი თაობა კი უბრალოდ გაქრება. აი მაშინ იქნება ინტეგრაცია. რაც შეეხება ადგილობრივი ხელისუფლების ინტეგრირებას, შემიძლია ვთქვა დიახ. რადგან თუ ადრე თანამშრომლების 80%-მა არ იცოდა, 20%-მა იცოდა, ახლა კი პირიქით, 20%-მა არ იცის სახელმწიფო ენა, 80%-მა იცის“, – ამბობს ნაირი ირიციანი.