სოფელ ტურცხში ყოველწლიურად სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემები ტრადიციად იქცა. როგორც სოფელში ამბობენ, საღამოს წყალი გრაფიკით მიეწოდებათ. რადგან ჯავახეთში სარწყავი სეზონია, მინდვრებს სასმელი წყლით რწყავენ; არც ტურცხის სოფლის მოსახლეობაა გამონაკლისი. როდესაც ზედა რაიონებში ბაღები ირწყვება, წყალი ქვედა სოფლებში ვერ აღწევს.
”სოფელში პრობლემა, როგორც სასმელ, ასევე სარწყავ წყალთან დაკავშირებით აქვთ. წყალი მხოლოდ საღამოს, დაახლოებით 7 საათის განმავლობაში მოედინება. ამჟამად, სოფელში წყალი არ არის (13:02 საათის მდგომარეობით). როდესაც წყალი მოდის, სათლებით ვასხამთ, რათა მინიმუმის გაკეთება შევძლოთ. არც სასმელი წყალი და არც სარწყავი წყალი არ გვაქვს. კარტოფილი მოსავლის ასაღებად დავთესეთ და ვერ ვრწყავთ. ყოველდღე ღმერთს ვთხოვთ, რომ წვიმა მაინც წამოვიდეს”, – ამბობენ სოფელ ტურცხის მცხოვრებლები.
თანასოფლელები აღნიშნავენ, რომ მაღლა მდებარე სოფლებში ხალხი თავიანთ ბაღებს რწყავენ და წყალი სოფელში ვეღარ აღწევს.
მერიის წარმომადგენელი ანა ღევენიანი აცხადებს, რომ სოფელს წყალი მიეწოდება, მაგრამ რადგან სოფლის მოსახლეობა ბაღებს რწყავს ზოგიერთ სოფელს წყალი აღარ აქვს.
“ჩვენ წყალი მთელი წლის განმავლობაში გვაქვს, მხოლოდ ამ სეზონზე თვენახევრის განმავლობაში არ გვქონია. ჩვენ თავად ვუშვებთ წყლის ნაკადს და ბაღებს ვრწყავთ. თუ ონკანებს ღიას დავტოვებთ წყალი კარტოფილის ნათესებში ჩაედინება. მაშინ ვის ვუჩივლოთ? თვენახევრის განმავლობაში წყალი გრაფიკით მოედინება, სოფლის ნაწილი წყლის გარეშე რჩება“, – ამბობს ანა ღევენიანი.
სოფელს საერთო რეზერვუარი აქვს, სადაც წყალი სოფელ ბეჟანოდან მოდის, რეზერვუარი ივსება და სოფელში ცალკეულ ქუჩებს ამარაგებს.
”რადგან რეზერვუარი ცალკეა, სოფლის ნახევარი, ეკლესიის ამ მხარეს, სადაც 60 სახლია, რეზერვუარი 20 ტონას იტევს. წყალი თანაბრად ნაწილდება. მეორე ცენტრალური ქუჩა, სადაც 72 სახლია, 60 ტონიანი რეზერვუარი აქვთ. წყალი ორ ხაზად მიედინება. ნაწილი თავის ბაღებს როგორც უნდა ისე რწყავს, ამიტომ წყალი აღარ აქვთ. თუნდაც ბეჟანოდან მთელმა წყალმა ჩვენამდე მოაღწიოს, ის მაინც არ იქნება საკმარისი, ” – დაამატა სოფელი ტურცხში მერის წარმომადგენელმა.
ეს პრობლემა ყოველწლიურად აქტუალური ახალქალაქის რაიონის სოფელ ტურცხში ხდება. ორი თვის განმავლობაში, სოფლის მოსახლეობა წყალს მთელი დღის განმავლობაში, საღამოს 19:00 საათიდან დილის 10:00 საათამდე იღებს. ზამთარში სოფელს სასმელი წყლის პრობლემა არ აქვს.