ბათუმში რამდენიმე დღეა საქართველოს კრივის ეროვნული ჩემპიონატი ტარდება. ახალქალაქის სპორტკომპლექსის 8-ვე სპორტსმენმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენი ყველა სპორტსმენი ჩემპიონატის ნახევარფინალშია.
14 დეკემბერს, ჩვენმა ექვსმა სპორტსმენმა იბრძოლა. ახალგაზრდების ჯგუფიდან გრიშა ელიზბარიანმა, სერობ მანასიანმა და ჟირაირ საარიანმა გაიმარჯვეს. მოზარდებს შორის გორ აივაზიანი და არშაკ ელიზბარიანი იბრძოდნენ, ხოლო არტიუშ გომციანის მოწინააღმდეგემ ბრძოლაზე უარი თქვა.
არტიუშ გომციანმა და არშაკ ელიზბარიანმა ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვეს. არტიუშის მეტოქე თბილისის წარმომადგენელი სპორტსმენი იყო, არშაკის კი ბათუმის წარმომადგენელი.
ყველა მოკრივემ მინიმუმ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვერცხლისა და ოქროს მედლებისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში 12-დან 17 დეკემბრის ჩათვლით, მურმან ვახტანგაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში საქართველოს კრივის ეროვნული ჩემპიონატი იმართება. ჩემპიონატში ახალქალაქის სპორტკომპლექსიდან 8 სპორტსმენი მონაწილეობს.
მოზრდილთა ჯგუფში ასპარეზობენ შემდეგი სპორტსმენები: გორ აივაზიანი – 54 კგ წონით კატეგორიაში, არტიუშ გომციანი – 60 კგ წონით კატეგორიაში, არშაკ ელიზბარიანი – 75 კგ წონით კატეგორიაში და არტიომ იორდანიანი – 86 კგ წონით კატეგორიაში.
ახალგაზრდულ ჯგუფში შედიან: გრიშა ელიზბარიანი – 48 კგ წონით კატეგორიაში, სერობ მანასიანი – 57 კგ წონით კატეგორიაში, ჟირაირ საარიანი – 60 კგ წონით კატეგორიაში და სამველ ღაზარიანი – 80 კგ წონით კატეგორიაში.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატისთბის იასპარეზებენ, მოზარდები კი, გამარჯვების შემთხვევაში, ოლიმპიური საგზურისთვის იასპარეზებენ. ისინი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშიც იქნებიან.
ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობენ 2006-2007 წლებში და 1983-2005 წლებში დაბადებული მოკრივეები.
შეჯიბრში მონაწილეობენ სხვადასხვა ქალაქების გუნდები, მოკრივეები ასპარეზობენ მოყვარულთა კრივის მსოფლიო ფედერაციის მიერ დამტკიცებულ წონით კატეგორიებში.