30 ოქტომბერს ახალქალაქში, №5 საჯარო სკოლის უკანა მხარეს ბავშვებმა რაგბიში ივარჯიშეს. მაგრამ ეს ჩვეულებრივი ვარჯიში არ იყო, ისინი ელოდნენ „TAO”-ს კლუბისა და რაგბის გუნდის წარმომადგენლებს, რომლებიც ადიგენში თამაშის გამო დააგვიანეს.

სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის მიზნით ახალქალაქში ხშირად იმართება მსგავსი ღონისძიებები.

მსგავსი ღონისძიების ჩატარების ინიციატივა სპორტულ სკოლას და რაგბის რეგიონულ კლუბ „ტაო“-ს ეკუთვნის.

„დღეს ჩვენ გვაქვს რეგულარული რაგბის ვარჯიში. აქტიურობას ისიც აძლიერებს, რომ აქ გვეყოლება ჩვენი წარმომადგენლები “TAO”-დან, ახალციხიდან, ისინი ცოტათი აგვიანებენ, მალე აქ იქნებიან.პირველ რიგში ამ ქმედებების მიზანია ბავშვებს შორის რაგბის პოპულარიზაცია. მეორე რიგში – ცხოვრების ჯანმრთელი წესის დაცვა. მესამე კი – ახალქალაქში საბავშვო რაგბის ფორმირება. გვყავს ახალგაზრდები, რომლებსაც ასპინძის “TAO“-ს გუნდში უნდათ ვარჯიში. ერთი უკვე ითამაშა იქ, მეორე ემზადება”, – თქვა ახალქალაქში რაგბის ტრენერმა რაფაელ დარბინიანმა.

Дизайн без названия - 1

სამცხე-ჯავახეთის რაგბის რეგიონული კლუბი – “TAO” 2016 წელს შეიქმნა. კლუბი ეკუთვნის რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტს, მათ შორის ახალქალაქს.