კორონავირუსის პანდემიის გამო ახალქალაქის ციხის რესტავრაცია, რომელიც 2020 წელს უნდა დაწყებულიყო, კიდევ ერთი წლით გადაიდო.
გასულ 2019 წელს ХI საუკუნის ახალქალაქის ციხე-სიმაგრის ტერიტორია დასუფთავდა და ძროხებისათვის დაიკეტა. თუმცა, ბოლო დროს ციხის ტერიტორიაზე ისევ დაიწყეს ძროხების მწყემსაობა. ციხეში მდებარე მეჩეთი ერთადერთი ნაგებობაა, რომელიც შემორჩა და ისაც ბოსლად არის ქცეული.
ახალქალაქის ციხე უკვე მრავალი წლის განმავლობაში დანგრეულია და დროდადრო სულ უფრო მეტად იშლება.
2020 წლის იანვარში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ბარამიძემ Jnews-თან სატელეფონო საუბარში შეგვატყობინა, რომ სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარე 2020 წლის აპრილში დაიწყება. თუმცა, კორონავირუსის პანდემიამ კორექტივები ყველა დაგეგმილ საქმესა და ვადაში შეიტანა. სარესტავრაციო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა და 2020 წელს მათი დაწყება არც კი იგეგმება.
ბექა ბარამიძის თქმით, ახალქალაქის ციხის რესტავრაცია მომავალ 2021 წელს იგეგმება.
«ჩვენ რესტავრაციის დაწყებას წელს ვგეგმავდით, თუმცა ქვეყანაში წარმოქმნილი სიტუაციის გამო, ვერ შევძელით»,- თქვა ბექა ბარამიძემ.
მისი მტკიცებით, სარესტავრაციო სამუშაოები 2021 წელს დაიწყება, თუმცა კონკრეტულად როდის, რომელ თვეში, ჯერ ცნობილი არ არის.
რაც შეეხება ციხის ტერიტორიაზე ძროხების მწყემსობას, ბარამიძემ თქვა, რომ ეს ადგილობრივ ხელისუფლებას ეხება. უნდა შემოსაზღვრონ ციხის ტერიტორია, რათა შეძლებისდაგვარად ტერიტორიაზე გარე ზემოქმედება არ იყოს, და შენარჩუნდეს ის, რაც რესტავრაციამდე შემორჩა.