ბათუმში, 12-დან 17 დეკემბრის ჩათვლით, მურმან ვახტანგაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში საქართველოს კრივის ეროვნული ჩემპიონატი გაიმართება. ჩემპიონატში ახალქალაქის სპორტკომპლექსიდან 8 მოსწავლე მონაწილეობს.

ახალქალაქის დელეგაცია უკვე ბათუმშია.

„ეს არის საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებსა და მოზარდებში. ჩვენი მოსწავლეებიდან 8 სპორტსმენი მონაწილეობს. ეს ჩემპიონატი მნიშვნელოვანია როგორც მოზარდებისთვის, ასევე ახალგაზრდებისთვის. ახალგაზრდები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისთვის იბრძოლებენ, მოზარდები კი, თუ გახდებიან ჩემპიონები, ოლიმპიური საგზურისთვის იბრძოლებენ. თუ ისინი პირველ და მეორე ადგილებს დაიკავებენ, მაშინ ვინც პირველ ადგილზე გავიდა, ლიცენზირებულ ტურნირზე გაემგზავრება და, როგორც უკვე ვთქვი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ასევე მოხვდება ეროვნულ ნაკრებში“, – თქვა ატომ ელიზბარიანმა.

ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობას 2006-2007 წლებში და 1983-2005 წლებში დაბადებული მოკრივეები მიიღებენ.

შეჯიბრში სხვადასხვა ქალაქების გუნდები მიიღებენ მონაწილეობას, მოკრივეები კი მოყვარულთა კრივის მსოფლიო ფედერაციის მიერ დამტკიცებულ წონით კატეგორიებში იასპარეზებენ.

Ազգային առաջնությանը կմասնակցեն 2006-2007 թվականներին ծնված պատանի բռնցքամարտիկներն ու 1983-2005 թվականներին ծնված բռնցքամարտիկները։

Մրցումներին կմասնակցեն տարբեր քաղաքների թիմեր, իսկ բռնցքամարտիկները կմրցեն սիրողական բռնցքամարտի համաշխարհային ֆեդերացիայի կողմից հաստատված քաշային կարգերում։