29 ივნისს, ქალაქ მცხეთაში, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის თამაშების ფარგლებში ახალქალაქის საფეხბურთო გუნდმა „აბულმა“ თბილისის „ვით ჯორჯიას“ ანგარიშით 1:4 მოუგო.
საფეხბურთო მატჩი ქალაქ მცხეთაში გაიმართა. გოლები რაფაელ დარბინიანმა (3 გოლი) და სარგის ბაბაჯანიანმა (1 გოლი) გაიტანეს.
ამ შეხვედრის შემდეგ საფეხბურთო გუნდი “აბული” საქართველოს ჩემპიონატის სიაში მე-3 ადგილს იკავებს.
შემდეგი თამაში ახალქალაქში 6 ივლისს გაიმართება. “აბული” გუნდს “სამცხე ახალციხეს” უმასპინძლებს.