ახალქალაქის სპორტული კომპლექსის სპორტსმენებმა უკრაინაში კიკბოქსინგის სამი რესპუბლიკის, იუნიორთა შორის პირველობისთვის იბრძოლეს და ხუთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
2021 წლის 24-დან 26 სექტემბრის ჩათვლით უკრაინის ქალაქ პოლტავაში ახალქალაქის სპორტული კომპლექსის ახალგაზრდა სპორტსმენებმა მონაწილეობა კიკბოქსინგის 18 წლამდე შეჯიბრებებში. სამი რესპუბლიკის სპორტსმენებთან, ქართველებთან, სომხებთან და უკრაინელებთან მიიღეს.
ახალქალაქიდან 6-მა სპორტსმენმა მონაწილეობა მიიღო და საპრიზო ადგილები დაიკავეს. საქართველოდან სპორტსმენები თბილისიდან, ბათუმიდან და ზესტაფონიდან მონაწილეობდნენ .
9-დან 14 წლამდე ახალქალაქის სპორტსმენები სხვადასხვა წონით კატეგორიაში წარდგნენ. სპორტსმენებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის გამოცდილება უკვე ჰქონდათ, გარდა ცხრა წლის პალოიან ალბერტისა, რომელმაც პირველი ადგილი მოიპოვა.
ახალქალაქის სპორტსმენების გამარჯვების ადგილები:
სარგის ტონაკანიანი – 1-ლი ადგილი
ღაზარიან ედუარდი – 1-ლი ადგილი
გასპარიან ვარდან – 1-ლი ადგილი
ჰაკობიან ვარაზიკი – 1-ლი ადგილი
რომან კარაბეკიანი – მე-2 ადგილი.
ახალგაზრდა სპორტსმენებს სერგეი ტონაკანიანი ავარჯიშებს.
მწვრთნელის თქმით, მოწინააღმდეგეები ძალიან გამოცდილი პროფესიონალები იყვნენ, მაგრამ ბიჭებმა გამარჯვება მოახერხეს, რადგან ძალიან კარგად მოემზადნენ.