12 წლის ანასტასია ჩხარტიშვილმა თბილისის მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატში ქალთა შორის პირველობა მოიპოვა. 22-24 აპრილს სპორტკომპლექს “არენა-1”-ში გამართულ ჩემპიონატში გამარჯვებამდე ანასტასიამ, რამდენიმე მასზე გამოცდილი სპორტსმენი დაამარცხა, ფინალში დაძაბულ ბრძოლაში საქართველოს ეროვნული ქალთა ლიგის ვერცხლის პრიზიორ ნათია კაციტაძეს მოუგო და თბილისის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

წინ საქართველოს პირველობაა. 12 წლის ანასტასია წარმატებით გამოსვლისთვის ემზადება.

როგორ JNEWS-ს პატარა სპორტსმენმა განუცხადა, ყოველ დღე 2 საათს ვარჯიშობს ნაკრების წევრებთან ერთად, მთავარი მწვრთნელის, ნინო ნინოშვილის ხელმძღვანელობით. კიდევ დამატებით, კვირაში სამი დღე 2-საათიანი ვარჯიში აქვს პერსონალურ მწვრთნელ კოტე ხარატის ხელმძღვანელობით. ფიზიკურ მომზადებას ეთმობა ნახევარი საათი. ერთი საათი ტექნიკის დახვეწას და გაუმჯობესებას, კომბინაციის დასწავლას. ხოლო დარჩენილი ნახევარი საათი თამაშში ნასწავლის გამოყენებას.

Jnews-ის კორესპონდენტის კითხვაზე, თუ რა არის საჭირო სპორტში წარმატებისთვის, ანასტასიამ გვიპასუხა, – ვარჯიში და გამარჯვების სურვილი.

“ვვარჯიშობ 9 წლიდან. სპორტის ეს სახეობა მამამ მირჩია. კმაყოფილი ვარ შედეგით, თუმცა კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. ამჟამად, საქართველოს პირველობისთვის ვემზადები. რაც შეეხება, სამომავლო გეგმებს ვაგრძელებ ვარჯიშს და ისე, როგორ ჩემი თანაგუნდელები: თამარ მათითაშვილი, ეკა ქარუმიძე და თათა ქებაძე ვემზადებით საქართველოს პირველობისთვის წარმატებით გამოსასვლელად”, – გვითხრა ანასტასია ჩხარტიშვილმა.

ანასტასია მაგიდის ჩოგბურთს 2018 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდის განმავლობაში იგი მინი კადეტ გოგონებში ორჯერ გახდა ვიცე-ჩემპიონი. 2021 წელს კი კადეტ გოგონათა შორის და ქალთა შორის ჩემპიონი გახდა. ბოლო ტიტული 2021 წლის 24 აპრილს მოიპოვა. მისი ასაკისა და მომზადების პერიოდის გათვალისწინებით ანასტასიას შედეგი მნიშვნელოვანი და საყურადღებოა.

 

ანასტასია წარმატებით თამაშობს საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ #BE ACTIVE ფარგლებში ორგანიზებულ მოზარდთა ლიგაში, რომელიც მიმდინარე წლის 3 აპრილს დაიწყო და ამავე წლის 5 ივნისს დასრულება. აღნიშნული ტურნირი იმით არის საინტერესო, რომ იქ ერთად თამაშობენ კადეტი ვაჟები და გოგონები. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული ტურნირის მსვლელობისას ანასტასიამ არაერთი ტიტულოვანი ვაჟი დაამარცხა. მათ შორის, კადეტ ვაჟთა შორის ამჟამად მოქმედი ჩემპიონი. ამ ეტაპისთვის ანასტასია ჩხარტიშვილი ლიგის მონაწილეთა შორის ვაჟთა და გოგონათა საერთო ცხრილში, გოგონებში პირველ ადგილს მნიშვნელოვანი უპირატესობით იკავებს, ხოლო ვაჟთა შორის მეორე პოზიციაზეა.

ამ ეტაპზე 12 წლის ანასტასია წარმატებით გამოსასვლელად ემზადება და ინდივიდუალურად ვარჯიშობს მწვრთნელ კოტე ხარატის მეთვალყურეობით.

შორენა პაპაშვილი