ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა საახალწლო მორთულობისა და ნაძვის ხისთვუს 49 000 ლარის დახარჯვას აპირებს. ამ თანხაზე ტენდერი 30 ნოემბერს გამოცხადდა და განაცხადის მიღება 8 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა საახალწლო დღესასწაულებისთვის 49 000 ლარი გამოყო. ქალაქისთვის საახალწლო დეკორაციისა და ნაძვის ხის შესაძენად განაცხადების მიღების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ნინოწმინდის მერია 10 ცალი 2.5X0.5 ზომების კონსტრუქციის შეძენას აპირებს. დეკორატიული შუქები ქალაქის ცენტრის სვეტების მორთულობისთვის. “ჯონჯოლის” განათება 10მ-15 ცალი. ვარსკვლავები ნაძვის ხის ახალი დიზაინისთვის – 20 ცალი. ოქროს სადღესასწაულო თაღი ნინოწმინდაშიც გაჩნდება. დაგეგმილია ნაძვის ხის ჩარჩოს, ჩარჩოს დეკორატიული ბადის, მოციმციმე ძაფების, ასევე დიოდური განათურების შეძენა. წელს იქნება ახალი ლითონის ელექტრონული კარადა. შეძენილი იქნება ახალი 2,40 მ სიმაღლის ნაძვის ხე და სხვა განსხვავებული დეკორაცია და განათება.
გამარჯვებულმა კომპანიამ 23 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს შესყიდვები.