ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა საერთო ჯამში დაახლოებით 500 ვაქცინა გააკეთა.
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყო. ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის სირანუშ ტონაკანიანის თქმით, ვაქცინაციის დასაწყისში მათ 200 აცრა მიიღეს, რომელიც გამოიყენეს, შემდეგ კი მიიღეს კიდევ 300, რომელიც ამ დღეებში ამოიწურება.
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება.
“თუკი იქნება მოთხოვნა, 15 რიცხვამდე შემიძლია შევუკვეთო, და კიდევ ჩამოიტანენ”,- აღნიშნა სირანუშ ტონაკანიანმა.
მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია ძირითადად მასწავლებლებს, ბაღის აღმზრდელს, სამედიცინო პერსონალს, დიაბეტით დაავადებულებს, დიალიზის მიმღებ პირებს და სხვა რისკ-ჯგუფებს უტარებდნენ. ჩამოთვლილი კატეგორიების ვაქცინაცია არ არის სავალდებულო, ისინი არჩევითია.
ასევე, 1-დან 15 ნოემბრის ჩათვლით, გრიპის ვაქცინაცია ზოგადად ყველასთვის უფასო იყო. სირანუშ ტონაკანიანის თქმით, მუნიციპალიტეტშიც საკმაოდ ბევრი იყო ვაქცინის მიმღებთა მსურველი.
15 ნოემბრამდე გრიპის ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო იქნება
„სოფლის ექთნებს თავიანთ პუნქტებში მიაქვთ და ხალხს უკეთებენ აცრას. თუ ახლაც იქნება მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ აქცია დასრულდა, არა მგონია, რომ პრობლემა იყოს, მოსახლეობაში ყველა მსურველის ვაქცინაციას შევძლებთ. ფაქტობრივად, ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, თუ ამას გონივრულად მივუდგებით, ჩვენს პერსონალს ყოველწლიურად ვუკეთებთ ვაქცინაციას და ძალიან კმაყოფილი ვართ“, – აღნიშნა მან.