სოფელ მარტუნის ხიდი ექსპლუატაციაში ოფიციალურად ჯერ არ არის ჩაბარებული, თუმცა სოფლის მოსახლეობა უკვე სარგებლობს და ძალიან კმაყოფილია. ხიდი “საგზაო-სამშენებლო სამმართველო №2”-მა ააშენა 708 925 ლარის ღირებულებით.

სოფელ მარტუნის ხიდი 2016 წლიდან ავარიულ მდგომარეობაში იყო. ამ ხიდზე მოძრაობის საშიშროების შესახებ Jnews-მა არაერთხელ დაწერა. ბილოს და ბოლოს, 2023 წლის აგვისტოში ადგილობრივმა ხელისუფლებამ მდინარე ფარავანზე ძველი ხიდის ნაცვლად ახალი ხიდის მშენებლობისთვის თანხა გამოყო. ეს ხიდი სოფელ მარტუნის მცხოვრებლებისთვის ერთადერთი სასოფლო გზაა.

ხიდის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია, კომპანია საბოლო სამუშაოებს ახორციელებს. მოსახლეობა ხიდით თვის დასაწყისიდან სარგებლობს და ძალიან კმაყოფილია.

“ძალიან კარგი სამუშაო შეასრულეს. ხიდი გააფართოვეს, ალბათ საცალფეხო ბილიკის ხარჯზე. ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ. უკვე ორი მანქანას შეიძლება ერთდროულად გავლა”, – ამბობს სოფელ მარტუნის ერთ-ერთი მცხოვრები.

„საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, მოაჯირებზე გვაკლდა რამდენიმე ღერო, რომელიც მალე დამონტაჟდება, ასევე 3 განათების ბოძის დამონტაჟება, ეს სამუშაო ორ დღეში დასრულდება. სამუშაოთი კმაყოფილი ვართ“, – თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსმა არა მოვსისიანმა.

სოფელ მარტუნში ხიდის მშენებლობაზე ტენდერი შპს “საგზაო-სამშენებლო სამმართველო N2”-მა მოიგო 708 925 ლარის ოდენობით, საწყისი თანხა 730 850 ლარი.

ახალი ხიდი ძველზე ოდნავ მაღალია, ხიდის სიგანე გაფართოვდა და გახდა 3 მ 10 სმ, სიგრძე 76 მ. ხიდი ღამით განათებული იქნება. ხიდზე საფეხმავლო ბილიკი არ არის.

„პროექტში კორექტირება გაკეთდა, გზა იყო ვიწრო, გაფართოვდა, რომ ხიდზე მანქანებმა ნორმალურად გადაადგილება შეძლო. სამუშაოების დროს იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ ყველაფერი მოგვარდა და ნორმალურად მივედით დასასრულამდე. სამუშაოები თითქმის დასრულებულია, დარჩა მხოლოდ კოსმეტიკური სამუშაოები. დამონტაჟდა განათება, უნდა ჩაირთოს. ყველაფერი, რაც პროექტში იყო გათვალისწინებული, შესრულებულია“, – კომპანიიდან ტელეფონით გვითხრეს.

Most Martunii