ახალ სასწავლო წელს სოფელ სამების მოსწავლეები სოფლის სკოლაში ისწავლიან.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების სკოლაში წლეულს პირველი ზარი არ დაირეკება, რადგან პირველკლასელები არ არიან. გარდა პირველი კლასისა, სკოლას ასევე აკლია მე-4, მე-6 და მე-7 კლასები.
სკოლაში ამჟამად 9 მოსწავლე სწავლობს.
ზაფხულის განმავლობაში სკოლაში სარემონტო სამუშაოები დაიწყო, რომელიც სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ აპრილში ნინოწმინდის მუნივიპალიტეტის სოფელ სამების სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა იმის გამო, რომ შენობაში გველები გაჩნდნენ. სკოლას რამდენჯერმე ჩაუტარდა დეზინფექცია.
სოფელ სამებას საიდუმლო: გველები და მიწისძვრები (Photo)