მიწისძვრები, გველები, დახურული სკოლა: ბოლო დროს სოფელი სამება ამ „ნიშანთვისებებით“ განთქმულია, მაგრამ ეს ყველაფერი სოფლისთვის ახალი არ არის, წლებია ადგილობრივები ასეთ პირობებში ცხოვრობენ.

ბუნებრივი მოვლენების გამოჩენამდე სოფელი სამება გაიგივებული იყო მადათაპას ტბასთან, სადაც რამდენიმე ათეული სახეობის ფრინველი ცხოვრობს. მაგრამ ახლა სოფელი ცნობილი გახდა ხშირი მიწისძვრებით და სკოლის შენობაში ქვეწარმავლებით.

წელიწადის ამ დროს, სოფელ სამების მკვიდრთათვის გველების გამოჩენა ყველაზე გავრცელებული მოვლენაა. ადამიანებს მიწისძვრის აღარ ეშინიათ, არ ტოვებენ სახლებს, გველების შემთხვევაში კი ამბობენ, რომ დაცვის სპეციალური მეთოდების გამოყენება არ არის საჭირო – ეს გველები შხამიანები არ არიანო, მაგრამ ბავშვებს აფრთხილებენ, მოერიდონ და არ დაიჭირონ, როცა დაინახავენ.

გველების გამო სოფლის სკოლა ონლაინსწავლებაზე გადავიდა. 14 მოსწავლე უკვე 2 კვირაა გაკვეთილებს სახლიდან ესწრებიან.

samebis sacharo shkola

როგორც სკოლის დირექტორი, მზექალა მინაძე ამბობს, პირველი შემთხვეაა, როცა სკოლა დაიხურა. წლეულს ძალიან ბევრი გველია.

„ბევრი იყო ასეთი შემთხვევები, მაგრამ გველი ცოტა იყო, თუ, მაგალითად, შარშან 5 გველი იყო, წელს მათი რიცხვი გაიზარდა და 50-60-ს მიაღწია. წინა წლებში სკოლა არ დავკეტეთ, რადგან სკოლაში სპეციალური სადეზინფექციო საშუალებები გვქონდა და თავს ვიცავდით. წლეულს ამ მეთოდმა ვეღარ გვიშველა, ამიტომ თბილისიდან სპეციალისტები მოვიწვიეთ“, – განაცხადა სკოლის დირექტორმა.

სკოლის დირექტორი ვერ ასახელებს ვადებს, როდის გადავა სკოლა სწავლების ნორმალურ რეჟიმზე. სადენზიფექციო სამუშაოები უკვე ჩატარებულია და შედეგს ელოდებიან.

Samebayi dproc

ვალერი ხანჩალიანი 27 წელია სამებაში ცხოვრობს. ამბობს, რომ ხალხი მხოლოდ არჩევნებიდან არჩევნებამდე ახსოვთ და სხვა დღეებში, მიწისძვრა იქნება თუ გველების შემოსევა, არავის ახსენდება ისინი.

tun

წელიწადის ამ დროს, სოფელში გველების გამოჩენას სამების მცხოვრებლები გახშირებულ მიწისძვრებს არ უკავშირებენ.

„გველებს არაფერი აქვთ საერთო მიწისძვრებთან. ეს ჩვენთვის ნორმალურია, მიწისძვრები უკვე ორი წელია რეგულარულად ხდება, ძველი სახლები იბზარება, ახლები კი არა. მიჩვეულები ვართ ამ ყველაფერს, ჩვენზე არავინ ზრუნავს, მხოლოდ არჩევნებიდან არჩევნებამდე ვახსენდებით, მხოლოდ მაშინ ვართ მათთვის ხალხი“, – ამბობს სოფლის მკვიდრი ვალერი ხანჩალიანი.

გახშირებული მიწისძვრების შედეგად დაზიანდა მისი სახლის კედლები და ჭერი. ჭერი დაფებით გაამაგრა, რომ არ ჩამონგრეოდა.

arastagh 1

როგორც უფროსები, ასევე ბავშები აღარც გველებს უშინდებიან და აღარც მიწისძვრებს.

khaghasrah

„არ გვეშინია, უკვე მიჩვეული ვართ ღამით მიწისძვრებს, სახლიდანაც არ გავდივართ, ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა“, – ამბობს 13 წლის პეტრე მერაბიშვილი.

სოფელ სამებაში მადათაფას ტბის რეინჯერი, გაგიკ მარკოსიანი, რომელიც 10 წელია მუშაობს და სამებაში ცხოვრობს, ამბობს:

„15-წელზე მეტია სოფელში და სკოლის ტერიტორიაზე გველები გამოჩნდნენ. ძველად ჩვენს სოფელში მეცხვარეობა არ იყო განვითარებული, ახლა მთაში 30 000-მდე სული წვრილფეხა პირუტყვია, რომელიც გველებს ხოცავენ. ამიტომ გველები ნელ-ნელა სოფლისკენ გადმოვიდნენ. სოფელში, როგორც შენიშნეთ, 10-დან მხოლოდ ერთ სახლში ცხოვრობენ. სკოლა ტბის გვერდით მდებარეობს. რამდენიმე წლის წინ მოვიდნენ და დაამუშავეს სკოლის ტერიტორია, ეს გველები შხამიანი არ არის.

ეს სეზონი გამრავლების პერიოდია, ამიტომ გამოვიდნენ ბუდეებიდან, ერთი თვის შემდეგ ქუჩაში ვეღარ დაინახავთ, მერე სიცხის გამო სხვადასხვა მიმართულებით იფანტებიან. წლების წინ, როცა ჩვენს ქვეყანაში მიწისძვრები, არც თუ ისე ხშირი იყო, გველი ჯერ კიდევ ბევრი იყო. ეს გველები იყვნენ, არიან და, ვფიქრობ, იქნებიან”.

traktor

სოფელ სამებას საიდუმლო: გველები და მიწისძვრები (Photo)

გაგიკი იხსენებს, რომ, როცა მისი შვილები პატარები იყვნენ, სახლში მუსიკას რთავდნენ, გველები სახლში ძვრებოდნენ, ახლა შვილიშვილებსაც იგივეს ეუბნება. ის დასძენს, რომ ახლა ყოველი თივის ქვეშაც კი გველის ნახვაა შესაძლებელი.

სოფელ სამების სპეციალისტს, სხვების მსგავსად ახსოვს, რომ გველები ყოველთვის ერთსა და იმავე ტერიტორიაზე იყვნენ ხოლმე.

„ახლა სოფლის სკოლაში სამუშაოები მიმდინარეობს, იატაკზე ბეტონს დავასხამთ, გველი აღარ იქნება. ეს გველები უკვე რამდენიმე წელია არსებობენ, ისინი ადამიანისთვის უვნებლები არიან. ბავშვებს შეეშინდათ, ამიტომ დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, თორემ საშიში არ არიან. ახლა ბეტონით გავავსებთ და გველი აღარ იქნება. მე მჯერა, რომ გველი ბევრია, რადგან იქვე ტბაა“, – ამბობს პეტროს თამასიანი.