ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამში ამბულატორიის ასაშენებლად განკუთვნილი მიწის ნაკვეთი „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის“ გადაცემის პროცესში იყო, თუმცა ჰოლდინგმა უარი თქვა ამ ლოკაციაზე და რეკომენდაცია გაუწია სხვა ლოკაციას. ალტერნატიული ლოკაცია უკვე შერჩეულია, ადგილობრივი ხელისუფლება ჰოლდინგის შეფასებას ელის.
ჯანდაცვის სექტორში რეფორმების ფარგლებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ამბულატორია ეტაპობრივად გადაეცემა სახელმწიფოს, შემდგომში „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ გადაცემის მიზნით. თუ სოფელში არ არის ამბულატორია, მაშინ ირჩევა მიწის ნაკვეთი და ამბულატორიის ასაშენებლად გადაეცემა. მუნიციპალიტეტის 10-ზე მეტი ამბულატორია „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“ გადაეცა, დანარჩენი გადაცემის პროცესშია.
ახალქალაქის მუნიცოპალიტეტმა სოფელ კულიკამში, ამბულატორიის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი რამდენიმე წლის წინ გამოყო, თუმცა მშენებლობა არ დაწყებულა. მას შემდეგ, რაც ამბულატორიის „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის“ გადაცემის პროცესი დაიწყო, ტერიტორიის შესაფასებლად სოფელში მიმდინარე წლის ოქტომბერში კომპანიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. თუმცა, შეფასების შემდეგ ჰულდინგმა ტერიტორიის მიღებაზე უარი განაცხადა.
სოფელ კულიკამის სპეციალისტმა ალიკ უზუნიანმა განაცხადა, რომ წარმომადგენლებმა უარი თქვეს ტერიტორიის მიღებაზე მისი პატარა ფართობის გამო.
„ტერიტორია პატარა იყო, ადგილი დიდი ხნის წინ იყო გამოყოფილი, მე ჯერ არ ვმუშაობდი. არ ვიცოდი, რომ პირობები იყო, და ერთ-ერთი ის იყო, რომ ადგილი უნდა ყოფილიყო მინიმუმ 17 კვ.მ. უკვე სხვა ადგილი ვიპოვეთ, საბავშვო ბაღთან, ვაცნობეთ და ახლა ველოდებით მათ ვიზიტს“, – ამბობს ალიკ უზუნიანი.
”საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის” წარმომადგენელმა თქვა, რომ ადგილმდებარეობის არჩევისას ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი.
„ადგილი არ არის შესაბამისი, ბევრი დეტალი იყო გასათვალისწინებელი. ანგარიშში დავწერე, რომ ადგილი მშენებლობისთვის არ არის, სხვა ადგილი უნდა მოვძებნოთ. უკვე გვაცნობეს, რომ იპოვეს სხვა ადგილი. როცა გამომიგზავნიან, წავალ და ვნახავ“, – გვითხრა „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ წარმომადგენელმა.
“საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ კომპანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ ადგილის ასარჩევად ბევრი რამის გასათვალისწინებაა საჭირო.
“ადგილი არ არის მოსახერხებელი, ბევრი დეტალი გასათვალისწინებელია. მოხსენებაში დავწერე, რომ ადგილი მშენებლობისთვის არ არის შესაფერისი, სხვა ადგილი უნდა მოძებნოთ. როცა გამომიგზავნიან, მაშინ წავალ და გადავხედავ” _ თქვა მან.
მაჯადია, დილისკა, ზაკვი, ღოდოლარი, არაგვა, ტურცხი, აზავრეთი, ბარალეთი, გოგაშენი, იხტილა, ალასტანი, კარტიკამი, კუმურდო – ამ სოფლების ამბულატორიები ან გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში, ან უკვე გადაეცა „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს”. ამბულატორიები ჰოლდინგს უზუფრუქტის ობიექტის სახით გადაეცემა.
ჰოლდინგიდან აცხადებენ, რომ მუშაობენ არა მხოლოდ ახალქალაქში, არამედ 7 სხვა რეგიონშიც. განხორციელდება ამბულატორიების მშენებლობა თანდათანობით და სავარაუდოდ მომავალ წელს დაიწყება.’