საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში სომხეთის ელჩთან აშოტ სმბატიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ პორტალი aliq.ge გადმოგვცემს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ქვეყნებს შორის სამეცნიერო კავშირების გაღრმავების შემდგომი პერსპექტივები განიხილეს.
„სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა აშოტ სმბატიანმა მადლობა გადაუხადა მინისტრს მხარდაჭერისთვის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთადერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მზადყოფნა გამოთქვა“, – ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.