სიცივის დადგომასთან ერთად ჯავახეთში მსხვილფეხა საქონლის რძე შემცირდა, რძის ფასი გაიზარდა, მაგრამ, მეცხოველეების თქმით, არა იმდენად, რომ საქონლის შენახვა მომგებიანი იყოს. ბევრმა ან შეამცირა საქონლის რაოდენობა, ან ამაზე ფოქრობს. ხოლო ზოგმა უფრო მომგებიანი გამოსავალი გამონახა.
2023 წლის გაზაფხულზე რძის ფასი საგრძნობლად შემცირდა და სეზონზეც არ აღდგება, როცა რძე მოთხოვნის გამო ძვირდება. ბევრი მეცხოველეობის ფერმერი იმედოვნებს, რომ სეზონის დადგომასთან ერთად რძის მყიდველები შეძენის ფასს გაზრდიან. მაგრამ ფასმა ჯერ ვერ მიაღწია იმ დონეს, რაც შარშან იყო. მიმდინარე წლის ზამთარში და გასული წლის შემოდგომით ჯავახეთის ფერმერები ერთ ლიტრა რძეს 1,80 ლარად აბარებდნენ, ფასი მკვეთრად დაეცა ამ წლის მარტ-აპრილში ერთ ლირტზე 1 ლარამდე. ფასთან ერთად მოთხოვნაც შემცირდა, მყიდველები ცოტაა. რძის მყიდველებმაც ნაკლები რძის შეძენა დაიწყეს. ფერმერები გაურკვევლობაში იყვნენ, ზოგიერთ სოფელში რძის გაყიდვაზე უარსაც კი ამბობდნენ, მაგრამ შემდეგ იძულებით განაახლეს გაყიდვა, რადგან რძის პროდუქტების გაყიდვასაც გააჩნია პრობლემები. არის სოფლები, სადაც რძის მყიდველები საერთოდ აღარ მიდიან საყიდლად. ერთ-ერთი ასეთი სოფელი აღმოჩნდა ოლავერდი. ისინი იძულებულნი არიან თავად დაამუშავონ რძე და პროდუქტებზე ან საქონელზე გადაცვალონ.
ფერმერები ამბობენ, რომ ყველის მწარმოებლები პროდუქციას რძის ფხვნილისგან ამზადებენ. რძის მყიდველები ყველისთვის ნედლეულის შეძენაზე მოთხოვნის მკვეთრ დაცემას აკავშირებენ იმასთან, რომ ყველი არ იყიდება.
დღეს ჯავახეთში რძის ლიტრს 1,20-1,40 ლარად აბარებენ.
ეზეკ მარაბიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოზალში ცხოვრობს. ის დილიფის მყიდველებზ რძეს 1,2 ლარად (ლიტრს) აბარებს. ის რძის შეძენის ფასით არ არის კმაყოფილი, თუმცა იძულებით ყიდის.
“რძის დეფიციტის სეზონზე ფასი საერთოდ დაბალია, ისინი არც კი ფიქრობენ გაზრდაზე. ამ ბიზნესშიც არის მონოპოლია, 1-2 მყიდველია, ხოლო ისინი ერთმანეთშ თანხმდებიან ფასზე. ზაფხულში სახლისთვის ჩვენ თვითონ ვამუშავებდით რძეს. სახლისთვის მარაგი უკვე მივამზადეთ, ხოლო გაყიდვისთვის დამუშავება მომგებიანი არ არის, გაყიდვების ბაზარი არ არის. ამ ფასით გაყიდვა მომგებიანი არ არის, მაგრამ იძულებული ვართ”,- ამბობს ეზეკ მარაბიანი.
სოფელ დადეშიდან ვარაზდატ აკოპიანიც იმედოვნებს, რომ მუნიციპალიტეტში რძის დეფიციტის სეზონზე ფასი შარშანდელ დონეს აღწევს. ვარაზდატი ძროხების ევროპულ ჯიშს ინახავს, რომლებიც მეტ რძეს იძლევიან.
“სოფელში ყველა ყიდის, მეც იძულებული ვარ გავყიდო, მაგრამ ამბობენ, რომ სოფელ სულდას მცხოვრებლები 1,40 ლარად ყიდიან”,- ამბობს ის.
სოფელ სულდას უფლებამოსილი ზარზანდ კუჯოიანი ამბობს, რომ მოსახლეობა რძეს ოკამის მყიდველებს 1,30 ლარად აბარებენ.
“ფასი არ გვაწყობს, მაგრამ ვაბარებთ. 2 ძროხა მყავს და ისიც არ არის მომგებიანი, თუ მეტ ძროხას ინახავ, შსაბამისად ხარჯიც მეტია, რა თქმა უნდა მომგებიანი არ არის. ბევრი არ აბარებს, ამუშავებს”,- ამბობს ზარზანდ კუჯოიანი.
ზოგიერთი ფერმერი რთული სიტუაციიდან გამოსავალს ეძებდა და გამონახა. სურიკ კარაპეტიანი სოფელ ალათუმანიდან მსხვილი ფერმერი- მეცხოველეა. მას მხოლოდ 100 სარძევე საქონელი ჰყავს.
“ორი თვის წინ მეც მქონდა მსგავსი სიტუაცია, არც მყიდველი იყო, ფასიც დაბალი იყო, ლიტრზე 80 თეთრამდე დაეცა. არ ყიდულობდნენ, ამბობდნენ ბევრია რძე, რა თქმა უნდა, თუ რძის ფხვნილისგან მოამზადებ, მომგებიანია. ახლა ახალციხეში ვაბარებ ლიტრს 1,50 ლარად. ისინი თვითონ ჩამოდიან და მიაქვთ”,- თქვა სურიკ კარაპეტიანმა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშიც იგივე სიტუაციაა. სოფელ გორელოვკაში ძირითადად მეცხიველეობით არიან დაკავებული.
სოფელ გორელოვკადან ისპირიან კრისტინემ საკუთარ მეურნეობაში ძროხების რაოდენობა შეამცირა, რადგან ხარჯი ბევრია, ხოლო რძის ფასი დაბალია. ახლა ის 7 ძროხას ინახავს.
“1 ლიტრს 1,20 ლარად ვაბარებთ, ბევრი ძროხა გვყავდა, მაგრამ ახლა უკვე აღარ. ზაფხულში რძე 1 ლარი ღირდა, ახლა ფასი სულ რაღაც 20 თეთრით გაზარდეს. მყიდველებს არგუმენტი მოჰყავთ, რომ ყველი არ იყიდება. მაგრამ ისინი რძის ფხვინილისგან ამზადებენ, რომლის კილოგრამი 60 თეთრი ღირს. 1 ტონაში 600 კგ რძის ფხვნილია, დანარჩენი 400 კგ ნამდვილი რძეა”,- თქვა ისპირიან კრისტინემ.
ჯავახეთის ფერმერები რთულ სიტუაციაში არიან, თუ ასე გაგრძელდება, რეგიონში საქონლის შენახვა შემცირდება.