16.01.2023
ნახვები: 226 |
ავტორი:
Shushan Shirinyan
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2022 სასოფლო-სამეურნეო წელი 2021 წელთან შედარებით დაბალი მოსავლიანობით გამოირჩეოდა. წარმოგიდგენთ მონაცემებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების შესახებ.
გთავაზობთ სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს ახალქალაქის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის სავარაუდო მონაცემებს.
- კარტოფილი 2022 წელს 10775 ჰექტარ ფართობზე დაითესა, 169120 ტონა მუღებული დარჩა. კარტოფილის მინდვრები 2022 წელს მოსავლის მსგავსად შემცირდა.
- სტაფილო – დაითესა 265,50 ჰა, მიიღეს 6822,5 ტონა. გაშენებული ფართობი გაიზარდა, მაგრამ მოსავალი თითქმის იგივე დარჩა.
- ჭარხალი – დაითესა 25 ჰექტარი, მიიღეს 1017, 50 ტონა.
- ხახვი – დაითესა 1 ჰა, მიიღეს 25 ტონა.
- კომბოსტო -დაითესა 6 ჰა, მიიღეს 600 ტონა
- ხორბალი – დათესილი 3037 ჰა, მიღებული 10884 ტონა.
- ქერი – დაითესა 7003 ჰა, მიიღეს 19608, 50 ტ.
- შვრია – დაითესა 710 ჰა, მიიღეს 1632 ტონა.
- სუნელი – დაითესა 11 ჰექტარი, მიიღეს 110 ტონა.
- ნიორი-დაითესა 1 ჰა, მიიღეს 2,5 ტონა
წელს ხახვის, ნივრის და კომბოსტოს ნათესი მინდვრები გაიზარდა, შარშან ეს მინდვრები მცირე იყო, რის გამოც მოსავლიანობა არ დაითვალა.