ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანში უკვე ორი წელია მთავარი სპეციალისტი არ ჰყავთ, ხოლო თირკნაში — მერის წარმომადგენელი. ახალქალაქის მერიაში იტყობინებიან, რომ 2024 წელს ახალი პირები დაინიშნებიან.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში არის მთავარი სპეციალისტი და მერის წარმომადგენელი, ალათუმანისა და თირკნას გარდა.

მერმა მელქონ მაკარიანმა აღნიშნა შემდეგი: «ამჟამად სოფელ ალათუმანში გვაქვს ვაკანტური ადგილი და თირკნაში არ გვყავს წარმომადგენელი, დანარჩენს სოფლებში უკვე დანიშნული გვყავს».
შეკითხვაზე, რატომ არ ჰყავს სოფელ ალათუმანს ორი წელია მთავარი სპეციალისტი, მაკარიანმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი ჭიანურდებოდა.

«ეს საკითხი ცოტა გაჭიანურდა, მაგრამ ახალ წელს ახალი კონტრაქტით დავიწყებთ და ორივე სოფელში დავნიშნავთ»,- თქვა ახალქალაქის მერმა.

აღვნიშნავთ, 2021 წლის დეკემბრამდე სოფელ ალათუმანის მთავარი სპეციალისტი მაგბეტ ტონოიანი იყო. ამ თანამდებობას ის 2011 წლიდან იკავებდა, 2021 წელს ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც თვითონ ამტკიცებს, მისი სამუშაოს პერიოდში არავითარი უზუსტობა არ ყოფილა, ამიტომ ის ვერ იტყვის, მისი ხელშეკრულების ვადას რატომ არ ახანგრძილევებენ.