ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 2024 წლის საახალწლო დეკორაციების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 60 000 ლარია, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 18 ნოემბერი.
ტენდერი ქალაქის საახალწლო გაფორმებისთვის ინვენტარის შეძენას გულისხმობს. საახალწლო განათების აღჭურვილობისა და დეკორაციის (მათ შორის ტრანსპორტირების) მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2023 წლის 20 დეკემბრისა.
მიმწოდებელი ვალდებულია ზემოაღნიშნული დეკორაციები და ინსტალაციები მიაწოდოს ახალქალაქის მერიას, მორთოს არსებული 10 მეტრი სიგრძის ნაძვის ხე და 2 ახალი 5 მეტრი სიგრძის ნაძვის ხე (შესაბამისი დიზაინერის მომსახურებით).