8 ნოემბერს, ახალქალაქში, სასტუმროში Hotel Riverside Inn “ესტონეთისგან საქართველოს” პროექტის პრეზენტაცია გაიმართა».
საქართველოში ესტონეთის საელჩო განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიზნით 2023 წლის 1 სექტემბრიდან “From Estonia to Javakheti” პროექტს აფინანსებს. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია «საუკეთესო ცხოვრება» ახორციელებს.
პრეზენტაცია ესტონური სიმღერით დაიწყო, რომელიც პირველი კლასის მოსწავლემ ნანა უნანიანმა იმღერა. მან სიმღერა ესტონეთიდან და საქართველოში ესტონეთის საელჩოს სტუმრების საპატივცემოდ მოამზადა.
სიტყვით გამოვიდნენ «საუკეთესო ცხოვრება» ორგანიზაციის თავმჯდომარე შოღიკ რაისიანი, საქართველოში ესტონეთის საელჩოს წარმომადგენლები, პროგრამაში ტრენერების სახით ჩართული ესტონეთის ექსპერტები, ასევე ტურიზმის საკითხებში ადგილობრივი ექსპერტები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. გამოსვლას თან ახლდა პროექტის განხორციელების დროს გადაღებული ვიდეორგოლები, ფოტოები, ასევე, როგორც ადგილობრივი, ასევე ესტონეთის ღირსშესანიშნაობები.
ახალგაზრდა მოხალისეებმა ლეგენდები მოყვეს. ასევე შენობის ეზოში, ლამაზ დასახლებაში, მდინარის პირას, სტუმრებს ელოდა ციფრული და კლასიკური ფერწერის, ასევე პროექტის და მის ფარგლებს გარეთ მომზადებული სხვადასცვა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. საინტერესო გამოფენის ფონზე ახალგაზრდა გოგონებმა სომხური და ქართული ცეკვები შეასრულეს.
შოღიკ რაისიანის თქმით, პროექტის ფარგლებში ესტონეთში ტურიზმის განვითარების შესახებ ბევრი გაიგეს, რასი გაკეთებაც სურთ ჯავახეთის ტურიზმის განვითარებისთვის.
«ესტონური ქალაქი ჩვენსას ჰგავს, ტურიზმის განვითარების სფეროში დიდი გარღვევა აქვთ, იქ ტურიზმს მარკეტოლოგები ავითარებენ. აღნიშნულმა პროექტმა გვაჩვენა მთავარი, რომ პატარა ქალაქსაც შეუძლია ტურიზმის საშუალებით ჰქონდეს დიდი განვითარება. ესტონეთში ჩვენთვის საჭირო სპეციალისტები ვნახეთ, რომლებმაც ჩვენს ახალგაზრდებს ტურიზმის განვითარებაში აუცილებელი საინტერესო უნარები ასწავლეს, ასევე დიდი მოტივაცია მისცეს”,- თქვა შოღიკ რაისიანმა.
NGO “საუკეთესო ცხოვრების” მიერ მოგებული საგრანტო პროექტი ითვალისწინებს თანამშრომლობას ტურიზმის განვითარების მიზნით ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიხიპალიტეტში, მათ შორის აბულის მთასთან კემპინგისთვის ტენტის დამონტაჟებას, შეხვედრებს, სადღესასწაულო ღონისძიებებს, ესტონელი სპეციალისტების ტრენინგებს:
1) ტურიზმის განვითარების, ინფორმაციის გაცვლის, ასევე სამომავლო ერთობლივი თანამშრომლობის შესახებ
2) ახალგაზრდებისთვის ციფრული ფერწერის და კომპიუტერული პროგრამის სწავლება სამომავლო გამოფენისთვის დაბეჭდვით
პროექტი ნოემბრის ბოლოს მთავრდება.