09.11.2023
ნახვები: 231 |
ავტორი:
Lida Almasyan
საქართველომ მაღალმთიანი რეგიონების მუდმივი მცხოვრებლებისთვის სხვადასხვა შეღავათები განსაზღვრა, რადგან ისინი ცხოვრობენ მკაცრ ბუნებრივ-გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში. შეღავათები უკვე 7 წელია მოქმედებს. ამ სტატიაში Jnews-მა საგადასახადო შეღავათების შესახებ ინფორმაციას გაუსვა ხაზი.
-
მოქალაქე, რომელსაც კალენდარული წლის განმავლობაში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი აქვს, თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან 6000 ლარის ოდენობით. ეს დადგენილია საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.
ეს შეღავათი არ ვრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციისა და სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შექმნილი სამედიცინო დაწესებულებიდან ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე.
-
მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში და იღებს ხელფასს საბიუჯეტო ორგანიზაციისგან, საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება, თუ მას ჰყავს 18 წლამდე ასაკის სამი ან მეტი შვილი (წლის განმავლობაში 3000 ლარის ოდენობის ხელფასი) (82 მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და “ბ“ ქვეპუნქტები ).
-
თუ მაღალმთიან რაიონში მუდმივად მცხოვრებ პირს ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი, მაშინ ამ შემთხვევაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 3000 ლარამდე შემოსავალი ნაწილობრივ იბეგრება. მოქალაქეს საშემოსავლო გადასახადიდან ერიცხება 50%.
-
მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი თავისუფლდება ქონების გადასახადისგან (საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტი).
აღნიშნული საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე, რომელიც მოცემული პირის მიერ არის გაცემული ქირავნობით, უზუფრუქტისთვის ან ნებისმიერი სახით სხვა პირისთვის არის გადაცემული.