“საქართველოს სომეხთა კავშირი” ყველა მსურველს იწვევს მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოში ცნობილი კინორეჟისორის სერგეი ფარაჯანოვის სახელობის კონკურსში, რომელიც მის დაბადების დღეს – 9 იანვარს გაიმართება.

2015 წლიდან თბილისში სერგეი ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი კონკურსი იმართება, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის და სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ ნახატი ან კოლაჟი, შემდეგ გადაიღოთ ნიმუში და განათავსოთ Facebook-ის ღონისძიების შესაბამის ფოტო განყოფილებაში.

ნახატისთვის აუცილებელია შენარჩუნდეს შესაბამისი ზომები 50×60 სმ, ნახატის განთავსებისას უნდა მიუთითოთ ავტორის სახელი და ნიმუშის დასახელება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ თუ Facebook-ის ღონისძიების გვერდზე არ გაიგზავნება ნიმუშის ნახატი, მაშინ ისინი ღონისძიებაზე არ დაიშვებიან.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე +995 595 00 48 84.