9 მარტის 12:00 საათზე სოფელ ვაჩიანის კულტურის სახლში „პარატონი“ („ფესტივალი“) გაიმართა, რომელშიც ახალქალაქისა და ასპინძის რაიონის სოფლების საცეკვაო ჯგუფები მონაწილეობდნენ.

სოფელ ვაჩიანის კულტურის სახლის ეზოში ხალხმრავლობა იყო. „პარატონმა“ რამდენიმე სოფლის საცეკვაო ჯგუფი გააერთიანა, მათ შორის იყო ცეკვის ანსამბლები სოფელ კარწახიდან, ბარალეთიდან, დამალადან, ვაჩიანიდან და სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის ასამბლეის დაქვემდებარებაში მყოფი საცეკვაო ჯგუფი „ზარტონკი“.

IMG_9905

„პარატონის“ ინიციატორი ცეკვის ანსამბლი „ვაჩიანის“ დამფუძნებელი-დირექტორის ნასლეტ ქეიანი იყო.

„რატომ „პარატონი“? რადგან ცეკვის ანსამბლი „ვაჩიანი“ და „ზარტონკი“ საცეკვაო დღეებს ეპარქიის მხარდაჭერით, სურბ ხაჩ ახალქალაქის ტაძრის ეზოში ატარებდნენ. იმისათვის, რომ ხალხს არ დაავიწყდეს ის, რაც ისწავლეს, გადავწყვიტეთ ცოდნა გადავცეთ მათ“, – განმარტავს ქორეოგრაფი ნასლეტ ქეიანი.

achona

aghjikner

ნასლეტი აღნიშნავს, რომ ბავშვებისთვის ღონისძიება ძალიან კარგი შესაძლებლობაა და ასე ერთმანეთს გაიცნობენ და კონტაქტს დაამყარებენ.

IMG_9853

ბავშვებმა ნასწავლი ცეკვები შეასრულეს და ახალი ქორეოგრაფიებიც ისწავლეს.

„ორი ხალხის, სომხებისა და ქართველების ცეკვები შევასრულეთ: “ბულული”, “12 ფეხი”, “სებასტიის ცეკვა”, “კტქტიკი”, “ეჩმიაძინი”, “პოპური” და სხვა.

IMG_9882

ნასლეტ ქეიანის თქმით, ღონისძიება თანმიმდევრულად ჩატარდა.

sirunner

„ჩემს პროგრამა, იმ სოფლებში, სადაც ჯგუფები გვყავს, ასეთი ფესტივალების განვავითარებას მოისაზრებს. რატომ? იმიტომ, რომ ქალაქებში მაყურებელი ყოველთვის არის, სოფლებში კი ხალხის შეკრება ძალიან რთულია და მინდა, რომ კულტურული ცხოვრება აქაც განვითარდეს. ადამიანებს ცეკვის კი არ ეშინოდეთ, არამედ უნდა იგრძნონ, რომ ეს შეუძლიათ“, – ამატებს ის.

ვაჩიანის ცეკვის ჯგუფის დამფუძნებელს ნასლეტ ქეიანს დაბადების დღისთვის ბავშვებმა სიურპრიზი მოუმზადეს.

tort vachian

tort vachian