დღეს, 28 აპრილს, ცეკვის საერთაშორისო დღე ახალქალაქში ცეკვის ფესტივალით აღინიშნა. ინიციატივის ავტორია კულტურის სახლის დირექტორი, „ჯავახკ” ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ალიკ ქსპოიანი.

kspoyan

დილიდან კულტურის სახლში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლების საცეკვაო ჯგუფები შეიკრიბნენ. საცეკვაო ჯგუფების კოლექტიური ფოტოს შემდეგ, ალიკ ქსპოიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელობით, ჯგუფები გაემართნენ ცენტრალურ პარკში, სადაც დღევანდელი დღისთვის ცეკვის სცენა დამონტაჟდა.

paraton1

paraton7

paraton2

ცენტრალური პარკი უკვე მზად იყო დღესასწაულისთვის, სადღესასწაულო განწყობა სუფევდა, პარკში კი ხალხმრავლობა იყო.

parayon

paraton5

ცეკვის საერთაშორისო დღე ახალქალაქში მუნიციპალიტეტის 26 ცეკვის ჯგუფმა აღნიშნა.

paraton6

ფესტივალში 700-მდე მოცეკვავე მონაწილეობდა.

paraton4

parayoon