ბევრ ადგილას შესამჩნევია ხეები, რომლებზეც სურვილების შესრულების იმედით სპეციალური ლენტებია მიმაგრებული. თუმცა ახალქალაქში ლენტების მაგივრად ხშირად გვხვდება პოლიეთილენის პარკები, ამით არამხოლოდ ცრურწმენების სჯერათ, არამედ 100 წლით ბუნებას აბინძურებენ.
ბევრ ახალქალაქელს აქვს ტრადიცია, წმინდა ადგილებში სალოცავად მისვლის დროს ხეების ტოტებზე რაღაცეებს ამაგრებენ. ამ ქმედებას ბევრი ხალხი ასრულებს, რადგან არსებობს რწმენა, რომ წმინდა ადგილებს აქვს მაგიური ძალა, თუ იქვე ბუჩქზე ან ხეზე ჭრელ ქსოვილს მიაბამ და სურვილს ჩაიფიქრებ, ის აუცილებლად აგიხდება. ზოგიერთი განმარტებით, ეს არის ბუდისტების რიტუალისგან ნასესხები.
ახალქალაქელებს სჯერათ, რომ მასალის დაშლასთან ერთად მათი სურვილებიც ახდება. თუმცა, ბოლო დროს, სწრაფად გახრწნადი მასალების ნაცვლად ტოტებზე პოლიეთილენის პარკების მიბმა დაიწყეს. გარედან ის ნაგვის ნაყოფის მომცემ ხეს გავს. ასევე არ ითვალისწინებენ, რომ ამ მასალას 100 წელზე მეტი სჭირდება დაშლისათვის, რაც დიდ ზიანს აყენებს ხეს და ბუნებას.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც „პოლიეთილენის სურვილებს“ აბამენ ხეებზე, ბევრი ახალქალაქელი ასეთ ქმედებებს უაზრო ცრურწმენად აღიქვამს.
„სიწმინდეების სიახლოვეს ხეებზე არაფერს ვამაგრებ, რადგან სომხურ სამოციქულო ეკლესიას ასეთი ტრადიციები არ აქვს. მაგრამ ეს ცელოფნებიც არ მომიხსნია. შეიძლება, ვინც დაკიდა, სჯერა. ადრე არასოდეს ასე არ იყო, ეს არავის გაუკეთებია. ეს ევროპული ტრადიციებია, მაგრამ ცუდი ინტერპრეტაციით. ჩვენს ხალხს სანთლები მიაქვს ცელოფნით და შემდეგ ხეებზე კიდებს ამ ცელოფნებს“, – ამბობს ახალქალაქის მცხოვრები კარინა .
ახალქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ ეს არა მხოლოდ ლამაზი არ არის, არამედ რელიგიური თვალსაზრისითაც არ არის სწორი.
“არა, არ ვამარაგებთ, სალოცავებში დავდივართ, სანთლებს ვანთებთ. ალბათ რაღაცა უნდა მიმაგრდეს, მაგრამ არა ცელოფანი. ეს ცრურწმენაა, ამაში სწორი არაფერია”,- ამბობს ახალქალაქის მცხოვრები ერმინე.
მართალია ჩვენი გამოკითხვის დროს ახალქალაქის ცენტრში ყველამ გვიპასუხა, რომ ისინი სალოცავებთან პოლიეთილენის პარკებს ტოტებზე არ ამაგრებენ, თუმცა საყვარელი წმინდა ადგილების ფერადი პოლიეთილენით მორთული ხეები ადასტურებს, რომ ვინც სურვილის ასასრულებლად ცელოფანს კრავს, საკმაოდ ბევრია.
სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირის, ტერ ნარეკ ტიგრანიანის თქმით, ასეთი ტრადიცია არსებობს სომხეთში, გეღარდის, გარნისა და სხვა სალოცავებში, მაგრამ იქ ლენტებია მიმაგრებული და არა პოლიეთილენის პარკები, რომლებიც არამარტო ამახინჯებს ტერიტორიას, არამედ არ იხრწნება.
„ადამიანები ამას სურვილების ასრულებას უკავშირებენ, რათა მათი სურვილი ასრულდეს. ეს ცრურწმენების ერთ-ერთი სახეობაა. ჩვენ ამ ნაჭრების იმედი გვაქვს, ან სხვა რამის, რაც ჩვენს სურვილებს შეასრულებს. ეს ჩვეულებაა, მაგრამ თუ მნიშვნელობას ანიჭებ, ეს ნამდვილად არასწორია, რადგან ღმერთი ასრულებს ყველაფერს. ხის ტოტებზე თოკების ან ცელოფნის შეკვრის ნაცვლად წმინდანებს შუამავლობა უნდა ვთხოვოთ, რათა სურვილი ამ წმინდანის დახმარებით ასრულდეს. ეს უდავოდ არ არის სასიამოვნო თვალისთვის, რადგან თავად ბუნება, ხე, სილამაზეა“, – ამბობს ის.
ხანდახან მოქალაქეობრივად აქტიური ადამიანები სალოცავების სიახლოვეს ასუფთავებენ, მაგრამ ხშირად ადამიანებს ეშინიათ შეეხონ „პოლიეთილენის სურვილებს“, თვლიან, რომ არ შეიძლება ადამიანის მჭიდროდ შეკრული მასალისგან სურვილების შესრულებაში “შეჭრა”, რომელიც 100 წელი არ დაიშლება ბუნებაში.