დღეს, 26 სექტემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სხვა პუნქტებთან ერთად, რაიონულმა კრებამ (საკრებულომ) დაამტკიცა საქართველოს დროშების შესაძენად დაფინანსების გამოყოფა.
როგორც მერიის წარმომადგენლებმა განმარტეს, დამტკიცებული თანხა 6500 ლარი ახალქალაქის ციხეზე დამონტაჟებულ ბოძზე საქართველოს დროშის გამოცვლაზე გამოიყოფა.
დროშის დამონტაჟების ტენდერი ახალქალაქელმა კერძო მეწარმემ დაიანა მანუკიანმა 17 750 ლარის ოდენობით მოიგო. ამ თანხაში შედიოდა 20 მეტრიანი გალვანზირებული დროშის ბოძი სამონტაჟო დეტალებით. თავად დროშა არის 4X6 ზომის.
ივნისის დასაწყისში დროშა დამონტაჟდა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ტენდერის გამარჯვებული იძულებული გახდა დროშა შეეცვალა, რადგან ის ქარისა და ნალექის გამო გაიცვითა. ამ მიზეზით, მერიამ გადაწყვიტა გამოეყო თანხა, რათა დროშა პერიოდულად განახლებულიყო.