არმინე ოვანესიანი არის ახალქალაქიდან, რომელსაც სირთულეების არ ეშინია. ის ექიმი გამოვა, რათა საკუთარ ქალაქში დაბრუნდეს და ხალხს უმკურნალოს. მისაღებ გამოცდებზე მაღალი ქულები დააგროვა.
Etaloni.ge-ს გვერდზე ამ დღეებში ახალქალაქის №4 საჯარო სკოლის აბიტურიენტების წარმატების შესახებ გაჩნდა მასალა, სადაც ამ სკოლის 14 აბიტურიენტის მისაღები გამოცდების ქულებია წარმოდგენილი. მათგან 4-მა 70 ქულაზე მეტი დააგროვა, რაც კარგ შედეგად ითვლება, იმის გათვალისწიენებით, რომ უმაღლესი ქულა 80-ს შეადგენს. მიმდინარე წლის მაღალი ქულების მქონე აბიტურიენტებს შორის არის არმინე ოვანესიანი.
სკოლის დამთავრების მომენტისთვის არმინე 16 წლის იყო. მიუხედავად იმისა, რომ პირველ კლასში 5 წლის ასაკში წავიდა, მუდამ გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით და ინტერესებისა და ჰობის მრავალფეროვნებით, რომლითაც სკოლის გარეთ იყო დაკავებული. არმინეს აზრით, მხოლოდ სკოლის განათლებით რთულია ისეთი საგნის ფლობა, როგორიცაა ლოგიკა.
„შემიძლია ვთქვა, რომ მარტივი იყო, რადგან რეპეტიტორთან ვმეცადინეობდი იმდენ ხანს, რამდენიც მე მჭირდებოდა – ერთი სემესტრი. ვმეცადინეობდი მათემატიკას და ლოგიკას, ლოგიკაზე უფრო დიდხანს ვივლიდი, რადგან ეს სრულიად უცხო საგანია, სკოლაში ამის შესახებ არც კი ვიცოდით. ლოგიკის სწავლა იგივეა, რაც სხვისი აზროვნების სწავლა. გვერდზე უნდა გადადო შენი ცოდნა და უნდა იფიქრო ფურცელზე გადმოცემულ ინფორმაციაზე. ლოგიკას სწავლობენ იმ ტესტებით, რომლებიც წლების განმავლობაში აქამდე იყო გამოყენებული“,- ყვება არმინე.
პროფესია არმინემ დიდი ხნის წინ აირჩია, ადრეული ბავშვობიდან. თბილისში ზრდასრული ცხოვრებისთვის მორალურად მზად არის, თუმცა თავდაპირველად მას შეგუებაში მშობლები დაეხმარებიან.
„5 წლიდან ვიცოდი, რომ ექიმი გამოვიდოდი. არჩევანში კატეგორიული ვარ, მართალია მიყვარს ხატვა, ცეკვა, ეს კარგად გამომდის. არამგონია, რომ ექიმის პროფესიაზე სწავლა რთული იქნება, ცხოვრების ბოლომდე მკურნალობით მინდა დავკავდე. ჩემთვის უკეთესი იქნება, თუკი რთული იქნება. პროფესიის შეცვლაზე არ ვფიქრობ, რადგან ეს მიზანი დიდი ხნის წინ დავისახე, ალტერნატივაზე არც კი მიფიქრია“,- ამბობს ის.
არმინე ქვეყნის და ქალაქის არჩევაშიც არ ყოყმანობდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მეგობრების უმეტესი ნაწილი სომხეთში ისწავლის, მას უმაღლესი განათლების მიღება თბილისში სურს.
„რატომ თბილისი, რადგან ასე უფრო მეტი შესაძლებლობა მექნება. საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა, პროგრამები მომწონს. მეორე ფაქტორი – ამ ქვეყნიდან არსად წასვლა არ მინდა, მიყვარს ენა – ქართული. აქ, საქართველოში, ბევრი გაცვლითი პროგრამა არსებობს, Erazmus +, ბევრი პროგრამის შესახებ არ ვიცი, მაგრამ ბევრი შესაძლებლობა არსებობს, რომლითაც შეგვიძლია სარგებლობა. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებ ექიმი გამოვიდე, მითუმეტეს, რომ პროფესიონალების საჭიროება გვაქვს. იმისათვის არ მივდივარ, რომ ვისწავლო და იქ დავრჩე, აუცილებლად დავბრუნდები, რადგან სარგებელი მოვუტანო იმ ადგილს, სადაც მე ვცხოვრობ. ექიმი ისეთი პროფესიაა, რომლის აუცილებლობაც მუდამ არის“,- ამბობს ის.