ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მოსაბლის აღება დასასრულს უახლოვდება. წინასწარი მონაცემებით, რთველი 90%-ით დასრულებულია. კარტოფილის მყიდველი ცოტაა, ფერმერები შემოთავაზებული ფასით არ არიან კმაყოფილი და არ ჩქარობენ კარტოფილის გაყიდვას.
მუნიციპალიტეტში, ფერმერების თქმით, კარტოფილის მოსავლის მხოლოდ 10% დარჩენილი. სოფლების უმეტესობაში მოსავლის აღება უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს დახარისხებისა და შენახვის პროცესი. ფერმერები კარტოფილის მოსავალს საშუალოდ აფასებენ. მათ კარტოფილის ფასი და ბაზარზე არსებული მდგომარეობა აწუხებთ. ფერმერებს კარტოფილის საბაზრო ფასი არ აკმაყოფილებს.
წლევანდელი კარტოფილის მოსავლიანობა დამოკიდებულია კარტოფილის ჯიშზე, კარტოფილის ნაადრევი ჯიშები ფიტოფტოროზით დაავადდა, ხოლო სხვა ჯიშებს აქვთ საშუალო მოსავლიანობა.
კარტოფილის რომელ ჯიშებს არ აქვთ კარგი მოსავალი
ირიციან მესროპი სოფელ კორხიდან ამბობს, რომ ფიტოფტოროზმა 20-30%-ით გააფუჭა მოსავალი. მან 3,7 ჰექტარი კარტოფილი დათესა.
„1,5 ჰექტრზე ცუდი მოსავალი მაქვს. ნორმალური მოსავალი 2,20 ჰექტარიდან მივიღე. ჯელის, ლისანას ჯიშებმა კარგი მოსავალი მოგვცეს, გრანადამ, არნოვამ – ცუდი. 1 ჰექტარიდან 24 ტონა კარტოფილი მივიღე, არ ვარ კმაყოფილი. ფასი 70 თეთრია, არ ვყიდი, შევინახავ“, – ამბობს მესროპ ირიციანი სოფელ კორხიდან.
სოფელ აგანაში კარტოფილის მოსავლის აღება დასრულდა, დახარისხებოსა და შენახვის პროცესი მიმდინარეობს. მოსავლის აღების დასაწყისში მუნიციპალიტეტში კარტოფილის მყიდველი მეტი იყო, პროცესის ბოლოს კი ნაკლები. ახალქალაქელი მიწათმოქმედები შიშობენ, რომ წელს მათი კარტოფილი კვლავ საწყობებში დარჩება და შემდეგ ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება.
სოფელ დილისკადან ბაბკენ ნახატაკიანი ამბობს, რომ მათი სოფელი კარტოფილის მოსავლის აღებას 10 დღეში დაასრულებს. მოსავლის მხრივ იგივე სიტუაციაა, რაც სოფელ კორხში.
„5 ჰექტარი დავთესე, 1 ჰექტარზე 20-25 ტონა მოსავალი მივიღე. 60-70 თეთრით არ ვარ კმაყოფილი, მოსავლის აღების დასაწყისში სოფელში დღეში 12 მანქანა შემოდიოდა, ახლა მხოლოდ 2-3 მანქანა. საქართველოში კარტოფილი ალბათ უკვე სხვა ადგილებიდან შემოდის, ამიტომ მყიდველი ნაკლებია“, – ამბობს ბაბკენ ნახატაკიანი.
სოფელ კარწახში ამოუყრელი კარტოფილია ცოტაა დარჩენილი.
„20 მეასედი დავთესე, საიდანაც 12 მეასედი დაავადდა, მიუხედავად იმისა, რომ ვმკურნალობდი, მაგრამ მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. ახლა მყიდველი ცოტაა. წელს ზოგადად ზარალში ვარ“, – ამბობს გაბრიელ კარაპეტიანი სოფელ კარწახიდან.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალქალაქის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის უფროსი სპეციალისტი რამაზ გოგოლაძე ამბობს, რომ მოსავლის აღება ჯერ კიდევ პროცესშია და მოსავლიანობის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუმცა, წინასწარი გათვლებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საშუალო მოსავალიანობა 1 ჰექტარ მიწაზე 200 კგ-ს შეადგენს.