თითქმის ორი ათეული წელია ადგილობრივი ფერმერის დასახმარებლად სხვადასხვა მიმართულებით მეკარტოფილეობის განვითარების სხვადასხვა პროგრამა ტარდება, მაგრამ კარტოფილის წარმოების ჯაჭვი სადღაც წყდება, ეს ბიზნესი არამარტო არ არის მომგებიანი, არამედ ხშირად წამგებიანიც არის ბევრისთვის, როცა ტონა კარტოფილს ნაგავსაყრელზე ყრიან, როგორც ეს ბოლო წლებში ხდება. Jnews-მა კარტოფილის მომგებიანი წარმოების გაწყვეტილი ჯაჭვის შესახებ შეეცადა გაერკვია ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის დირექტორის, მახარე მაცუკატოვისგან, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ მიმართულ პროგრამებში მონაწილეობდა.

სოფლის მეურნეობის სფეროში, მათ შორის მეკარტოფილეობის განვითარების საკითხებზე, სხვადასხვა კვლევები ჩატარდა. ამ კვლევებზე დაყრდნობით, მთავრობამ ამ სფეროების განვითარებისთვის სხვადასხვა პროგრამა განახორციელა.

„2006 წლიდან უშუალოდ თუ ირიბად ჩართული ვარ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროებში, მეკარტოფილეობისა და სხვა კულტურების განვითარებაში. 15 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით ბევრი დონორი პროგრამა იყო. ვისაუბრეთ, სახელმწიფო დაგვთანხმდა, რომ რაღაც მიმართულება უნდა განვითარებულიყო და ამაზე ვმუშაობდით“, – ყვება მაცუკატოვი.

მეკარტოფილეობის განვითარების მიზნით დამხმარე სფეროების განვითარებისათვის ჩატარდა პროგრამები, როგორიცაა მექანიზაცია, სარწყავი სისტემა, მცენარეთა დაცვის საშუალებები და აგრონომია. 15 წლის განმავლობაში სარწყავი სისტემის აღდგენის, ფერმერების მომზადებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის სხვადასხვა პროგრამა არსებობდა.

მახარე მაცუკატოვი მიიჩნევს, რომ დონორები დაეხმარნენ კარტოფილის მოყვანის პროცესს წარმოების ჯაჭვის სხვადასხვა ნაწილში, როგორც ტრენინგების, ფინანსური დახმარების, ასევე ტექნიკის გრანტის სახით და ა.შ.

ამდენი წლის განმავლობაში, ახალქალაქის ფერმერებმა, ერთმანეთსა და ექსპერტებს შორის ტრენინგის და კომუნიკაციის შედეგად, ისწავლეს კარტოფილის მეტ-ნაკლებად განვითარებულად მოყვანა და გადამუშავება, ისწავლეს სხვადასხვა სასუქის გარჩევა, გაიგეს, რომ შესაძლებელია მიწის ანალიზის გაკეთება და შესაბამისად დამუშავება. მაცუკატოვის თქმით, ამ სფეროში პროგრესი აშკარად შესამჩნევია.

„ფერმერებმა საკუთარი საქმისადმი სწორი მიდგომა იპოვეს. 20 წლის განმავლობაში წარმოების ჯაჭვში სხვადასხვა მიმართულებით ბევრი ნაბიჯი იყო გადადგმული. მაგრამ ჩვენ მარკეტინგის წინაშე აღმოვჩნდით. ყველაზე დიდ პრობლემას მარკეტინგი და რეალიზაცია წარმოადგენს. ამაში სახელმწიფო უნდა დაეხმაროს“,- ამბობს ის.

Cycle Diagram Team Whiteboard in Yellow Blue Green Spaced Colour Blocks Style - 1

მახარე მაცუკატოვი ასევე მიიჩნევს, რომ ბირჟის შექმნა, რომელიც განსაზღვრავს მომხმარებელთა მოთხოვნას, ფერმერებს მოყვანილი კარტოფილის ხარისხის გაუმჯობესების მოტივაციას შეუქმნის.

„თუ პროდუქტი ბირჟაზე გაიყიდება, იქ მომხმარებელთა მოთხოვნები უნდა ჩამოყალიბდეს. მწარმოებლები კონკურენციას გაუწევენ, აწარმოებენ პროდუქტებს, რომლებზეც ბაზარზე მეტი მოთხოვნაა, ჩვენ ახლა სპონტანურად ვაწარმოებთ და არ ვუყურებთ ხარისხს, ნიტრატებს, დაავადებებს და ბაზარზე ვერ გაგვაქვს“, – ამბობს მახარე მაცუკატოვი.

მყიდველები უჩივიან სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების სტაბილურობას, ასევე სარეალიზაციო პროდუქტის ნაკლებობას.

მახარე მაცუკატოვი ამბობს, რომ ასეთი პროდუქტის ბაზარზე გასატანად მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს დასახარისხებელი პუნქტები და სამაცივრე საწყობები, სადაც კარტოფილს შესაფერის პირობებში შეინახავენ.

„ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში ცხადია, რომ რეალიზაცია უფრო და უფრო რთულდება, რამდენი წელია ჩვენი ფერმერები ზარალზე მუშაობენ, მაგრამ იძულებულნი არიან ისევ დათესონ, და, სამწუხაროდ, ალტერნატივა ჯერ არ არის“, – ამატებს ის.

მახარეს მიაჩნია, რომ ამის სახელმწიფოს ნება ჯერ არ არსებობს, მაგრამ ეს საქართველოში კოოპერატივების ეფექტური ფუნქციონირებით გაჩნდება, როცა ფერმერები გაერთიანდებიან და აწარმოებენ სტანდარტულ, მაღალხარისხიან პროდუქტს.

ექსპერტს ასევე მიაჩნია, რომ რეალიზაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს კარტოფილის იმპორტი. საკუთარი ფერმერების დასახმარებლად სახელმწიფოს შეუძლია გარკვეული შეზღუდვები დააწესოს, გაზარდოს იმპორტის გადასახადი…


ეს მასალა შექმნილია ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია ააიპ “ღია საზღვრები” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

მასალა შექმნილია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, განმახორციელებელი HEKS\EPER Georgia-ს მიერ რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციებთან, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF) – ქვემო ქართლი, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრი (SCCSF) – სამცხე-ჯავახეთი, თანამშრომლობით.