საქართველოში, ისევე როგორც ახალქალაქში, გრიპის ვირუსი უკვე „ბუდის“ აშენებას იწყებს. სპეციალისტები გრიპის თავიდან აცილების ერთადერთ გზად ვაქცინაციას მიიჩნევენ. გრიპის საწინააღმდეგო აცრა ახალქალაქის ჯანდაცვის ცენტრში უკვე მიიღეს, ორშაბათიდან კი შესაბამის ჯგუფებს უკვე შეეძლებათ აცრის გაკეთება.
ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა სირანუშ ტონაკანიანმა გვაცნობა, რომ ისინი ჯერ კიდევ იღებენ უფასო აცრებს.
„ვაქცინა მივიღეთ და ვაქცინაციას ორშაბათიდან დავიწყებთ, როგორც ჩვენს კლინიკაში, ასევე სოფლების ექთნები გააკეთებენ.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოა მასწავლებლებისთვის, ექიმებისთვის და მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორიცაა დიალიზზე მყოფი, დიაბეტით დაავადებული და ა.შ., ასევე 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის“, – თქვა სირანუშ ტონაკანიანმა.
ფასიანი აცრების ღირებულებას კლინიკა განსაზღვრავს, თუმცა ამჟამად ახალქალაქის კლინიკაში ფასიან აცრას ვერავინ გაიკეთებს, ახლა მხოლოდ უფასოა. ფასიანი ვაქცინაცია შესაძლებელია მხოლოდ თბილისში.
სირანუში აღნიშნავს,რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შეიძლება ჩატარდეს ოქტომბრიდან ნოემბრის ბოლომდე, რომ ეფექტური იყოს.
გრიპი – მწვავე რესპირატორული ინფექცია, რომელიც გამოწვეულია ორთომიქსოვირუსებით და ხშირად იწვევს ეპიდემიის და პანდემიის გავრცელებას. გრიპს ახასიათებს საჰაერო გადაცემის მექანიზმი, ხანმოკლე ინკუბაციური პერიოდი, მწვავე დაწყება, მძიმე ინტოქსიკაცია და სასუნთქი გზების, განსაკუთრებით ტრაქეის დაზიანება. გამომწვევი არის ორთომიქსოვირუსი, რომელიც არის რნმ ვირუსი და აქვს 3 სეროტიპი: A, B და C. ყველაზე მნიშვნელოვანია სეროტიპი A, რომელიც არის ეპიდემიის მთავარი გამომწვევი და პათოგენურია როგორც ადამიანებისთვის, ასევე ცხოველებისთვის. B და C სეროტიპები პათოგენურია მხოლოდ ადამიანებისთვის. C ძირითადად იწვევს სპორადულ დაავადებას.