საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიას განცხადებით, რეკომენდაციები, რომლებსაც მთავრობა იძლევა, ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს და ისინი დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს.
როგორც პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ მიმართულებით, ისევე, როგორც ჯარიმებისა და სანქციების დაწესების საკითხზე კონკრეტულ გადაწყვეტილებას მთავრობა ხვალ მიიღებს.
გიორგი გახარიამ მოქალაქეების მიერ, თვითიზოლაციის წესების დარღვევის შემთხვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ნაწილში ის, უფრო მკაცრი ზომების შემოღების საჭიროებას ვერ ხედავს.
“დავიწყე იმით, რომ რეკომენდაციები, რომლებსაც მთავრობა იძლევა, უნდა გახდეს აუცილებელი და ისინი დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. ამ მიმართულებით, ისევე, როგორც სანქციებისა და ჯარიმების დაწესების საკითხებზე, ხვალ, კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ”, – განაცხადა გახარიამ.