ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს სახელმწიფო პროგრამით საშეღავათო მედიკამენტების მიღება კვლავ არ შეუძლიათ. აფთიაქში ითხოვენ კოდს, ხოლო საავადმყოფოში ექიმები ამბობენ, რომ რეცეპტი სწორად აქვთ გამოწერილი. «AVERSI»-ს სააფთიაქო ქსელის მენეჯერები შექმნილ ვითარებას შემდეგნაიდას ხსნიან.

ახალქალაქში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე «AVERSI»-ს ქსელის №1 აფთიაქის მენეჯერმა JNEWS-თან კომენტარი გააკეთა, რომ ავადმყოფებს მხოლოდ კონკრეტული წამლებით უზრუნველყოფენ, რომლებიც ჩართულია პროგრამაში- სხვა წამლების გაცემა აფთიაქს არ შეუძლია.

“ყველა წამლის გაცემა შეუძლებელია. ჩვენ გვაქვს სია, და წამლები ამ სიიდან უნდა იყოს. ადამიანებს ექიმთან ვაგზავნით, რათა კოდი დაუწერონ. აფთიაქში ყველას ვუხსნით, რაში მდებარეობს წამლების გაცემის უარი, «AVERSI»-ს სხვა აფთიაქებთან დაკავშირებით ვერ გეტყვით. არიან ადამიანები, ვისაც 1 სექტემბრის შემდეგ საშეღავათო პროგრამით გავეცით წამლები. ექიმსაც ვესაუბრე და ავუხსენი, კონკრეტულად რა კოდია საჭირო”,- თქვა «AVERSI»-ს ქსელის №1 აფთიაქის მენეჯერმა, მაკა ტარუნაშვილმა.

«AVERSI»-ს სააფთიაქო ქსელის პიარ-მენეჯერმა, ლალი ბრეგვაძემ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ «AVERSI»-ს აფთიაქებში ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს სახელმწიფო პროგრამით წამლების მიღება არ შეუძლიათ უარყო, რადგან, მისი თქმით, ისინი წამლების გაყიდვით არიან დაინტერესებულნი.

მან ასევე განმარტა წამლების მიღების შესაბამისი კოდის მიღების პროცედურა. მისი თქმით, ეს რეცეპტის კოდი არ არის, რომლებსაც ექიმები წერენ, არამედ სამინისტროსგან მიღებული სპეციალური კოდია.

“ექიმმა უნდა გამოწეროს რეცეპტი, შემდეგ ტელეფონზე უნდა მიუვიდეს SMS-შეტყობინება კოდით, სამინისტროსგან. წამლების მისაღებად სწორედ ეს კოდი უნდა უკარნახოს პაციენტმა. თუ არ აძლევენ, მაშინ, ეს კოდი არ არის. თუკი ექიმმა ყველაფერი ნორმალურად დაწერა, დაავადებულებმა კოდი უნდა მიიღონ. ეს წამლის კოდი არ არის, ეს სხვა კოდია”,- განმარტა «AVERSI»-ს სააფთიაქო ქსელის პიარ-მენეჯერმა, ლალი ბრეგვაძემ.

ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს ექიმ-ენდოკრინოლოგმა სონა ჩთჩიანმა, თავის მხრივ, JNEWS-თან კომენტარი გააკეთა, რომ რეცეპტის გამოწერისას კომპიუტერში, ის უთითებს დიაგნოზს, და პროგრამა ყველა საშეღავათო წამალს, რომლის გამოწერაც შეუძლიათ, გამოსახავს. მისი თქმით, ისინი ამ სიის წამლებს გამოწერენ.

“კომპიუტერი 4-5 წამლის სახეობას გამოსახავს, რომელთა გამოწერის უფლებაც გვაქვს, ჩვენ ვირჩევთ და ვწერთ, მუდამ ასე იყო, და პრობლემა არ ყოფილა, პრობლემა 1 სექტემბრის შემდეგ დაიწყო, როგორც კი პროგრამა განახლდა”,- ამბობს სონა ჩთჩიანი.

სამინისტროს მიერ SMS-შეტყობინების მეშვეობით გაგზავნილ კოდთან დაკავშირებით სონა ჩთჩიანმა თქვა შემდეგი: “იქ არ წერია, რომ შეტყობინება უნდა მოვიდეს, ჩვენ წამლის კოდს ვწერთ, რომელიც რეცეპტში ჩანს”.

შეიძლება მიზეზი სახელმწიფო პროგრამის ელექტრონულ უზრუნველყოფაში მდგომარეობს, თუმცა ამჟამად, სონა ჩთჩიანის თქმით, სამინისტროსგან პასუხი არ მიუღიათ.

ახალქალაქში წამლების საშეღავათო პროგრამით კვლავ ვერ სარგებლობენ