ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დეზინფექცია-სტერილიზაციის კურსს აცხადებს, რომელიც ჩატარდება ახალციხეში. ტრენინგი განკუთვნილია როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასეე სტომატოლოგებისთვის და სტომატოლოგიური კლინიკების თანამშრომლებისთვის.
11 ნოემბერს, 12:00-დან 17:00 საათამდე, ახალციხის მერიაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სამედიცინო პერსონალისთვის დეზინფექციის შესახებ ტრენინგი ჩატარდება.
გადამზადების კურსი 50 ადამიანზეა გათვლილი და მას ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტები მარინა ბაიდაური და თეა ბაქრაძე ჩაატარებენ.
ტრენინგის შემდეგ გაიცემა სერთიფიკატები.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი სირანუშ ტონაკანიანი ყველას მოუწოდებს მონაწილეობა მიიღონ ტრენინგში.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 555 15 19 43.