საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. არსებულ მონაცემებს დღეს, ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დაემატა.
როგორც საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ქვეყანაში კორონავირუსის 43 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაწერილია. კარანტინის რეჟიმში 1 575 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 275.