გუშინ ახალქალაქიდან თბილისში გადაყვანილ პაციენტს, რომელსაც ფილტვების ანთება ჰქონდა, კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
პაცინეტმა თბილისში კორონავირუსის ტესტი ჩაიტარა, რომელმაც უარყოფითი შედეგი აჩვენა. ეს ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ პაციენტს კორონავირუსი არ აქვს.
«მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას კორონავირუსი არ აქვს, ამჟამად პაცინეტი ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება, თერაპიის გამყოფილებაში თირკმელების დაავადებას მკურნალობს»,- Jnews-თან სატელეფონო საუბარში აცნობა ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ავეტიკ ტონაკანიანმა.
პაცინეტი ფილტვების ანთებით გადაყვანილი იყო ახალქალაქიდან თბილისში, მას კორონავირუსის სიმპტომები არ აღმოაჩნდა
27 მარტს ახალქალაქის რაიონული ჰოსპიტალის მენეჯერმა ალექსან თოროიანმა Jnews-თან სატელეფონო საუბარში თქვა: « პაცინეტს კორონავირუსის არავითარი სიმპტომი არ გააჩნია. პირდაპირი კონტაქტი იმ ხალხთან, ვინც სომხეთიდან, ან საბერძნეთიდან ჩამოვიდა, მას არ ჰქონია, უბრალოდ მიესალმა მათ. ეს ადამიანები თვითიზოლირებიდან უკვე გამოვიდნენ, ისინი ჯანმრთელები არიან. პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია».
შეგახსენებთ, რომ გუშინ პაციენტმა, რომელსაც ფილტვების ანთება აქვს, სასწრაფო დახმარების სამსახურში დარეკა და შეატყობინა, რომ მას კორონავირუსი აქვს, რომ ურთიერთობა ჰქონდა საზღვარგარეთიდან ჩამოსულებთან. ამჟამად ჯავახეთში კორონავირუსის დამტკიცებული შემთხვევა ან ავადმყოფები ვირუსის სიმპტომებით არ ყოფილან.
28 მარტის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 85 შეადგენს, რომელთაგან 14 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინში იმყოფება 4641 ადამიანი, მათგან 239 სტაციონარშია.